სტიქია ხორვატიაში – ზაგრებში ძლიერმა ქარმა და წვიმამ ხეები მოგლიჯა, რასაც 2 ადამიანი ემსხვერპლა. უცხოური მედიის ინფორმაციით, უამინდობა ადგილობრივი დროით 16 საათზე დაიწყო.
მედია წერს, რომ სტიქია ხანმოკლე, თუმცა ძლიერი იყო. დაზიანდა ტრამვაის ხაზები, სახლის სახურავები და ბევრი ავტომანქანა, ასევე, ჩაიკეტა საავტომობილო გზები.