თხილის სეზონი გახსნილია. ოზურგეთში თხილის ჩაბარება დაიწყო. მომხმარებელს 1 კილოგრამში 2 ლარს უხდიან.
კითხვაზე, თუ როგორი ფასი ექნება ამ სეზონზე თხილს, “გურია ნიუსს” თხილის მიმღებ პუნქტებში უთხრეს, რომ ფასის ზრდის მოლოდინში არიან.
_ წელს, სავარაუდოდ, მაღალი ფასი ექნება. თუმცა, რამდენი ჯერ ვერ გეტყვით. უახლოეს დღეებში უფრო გაირკვევა,_ ამბობენ თხილის მიმღებ პუნქტებში.
ავტორი