“ჩამოვრჩი მოვლენებს და არ ვიცი, ვინ არის ეს “ძაან ჭკვიანი”, მაგრამ გადაეცით, რომ ივანიშვილისნაირებისთვის ამერიკა და ევროპა ნამდვილად არ არის კარგი. ეგეთი “გენიოსებისთვის” რუსეთი და განუვითარებელი სამყაროა, სადაც ისინი ისე გრძნობენ თავს, როგორც თევზი წყალში.
ევროპაში განათლება და უდიდესი შრომა გჭირდება, რამეს რომ მიაღწიო. ხო და აბა, ივანიშვილი და მისნაირები რას ან როგორ მიაღწევდნენ ევროპებში და ამერიკებში? ავტობუსის მძღოლობას ალბათ კი, დიდი დიდი ტაქსის მძღოლიად დაესვათ …” _ წერს სოციალურ ქსელში “კმარას” თანადამფუძნებელი, თეა თუთბერიძე და “სქრინს” აქვეყნებს.