“რუსეთმა დღეს კიდევ ორი ბავშვი მოკლა. რუსულმა არტილერიამ დონეცკის ოლქის ტორეცკის თემის სოფელ დრუჟბას დაარტყა. დაიღუპა 2007 წელს დაბადებული გოგონა და 2013 წელს დაბადებული ბიჭი. რაკეტა მოხვდა ჩერნიგოვის რაიონის სოფელ გონჩარივსკეში.
ორი ქალი დაიღუპა, ნანგრევებად იქცა სკოლა და კულტურული ცენტრი.. დღეს რუსული რაკეტები და დრონები კვლავ ბომბავდნენ ოდესას, ჩვენს სამხრეთ რეგიონებს. მთლიანობაში, კვირის დასაწყისიდან მხოლოდ ოდესის რეგიონში რუსული ტერორისგან 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვი.
ასეთი დარტყმის განხორციელება მხოლოდ აბსოლუტურ ბოროტებას შეუძლია…იქნება პასუხი”, _ – თქვა ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.