მასშტაბური ავარია მოხდა გორი-თბილისის მაგისტრალზე.
არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 10-მდე მანქანა დაიმტვრა.
როგორც ჩვენთვის ხდება ცნობილი, თავდაპირველად ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა,დანარჩენი 8 კი ინერციით შეასკდნენ ერთმანეთს.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო სამედიცინო ეკიპაჟები.
შსს-ს ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაზიანებულა, მძღოლები კი ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდნენ.