ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის მკვიდრი, მარტოხელა პენსიონერი ქალბატონი, შორენა სიმონიშვილი, რომლის საკარმიდამო ნაკვეთს მდინარე ბჟუჟი ესაზღვრება, დახმარებას ითხოვს.
_ დახმარებას კი არადა, შველას ვითხოვ. წელიწადში ოთხჯერ მაინც მოდის ტრაქტორი, ჩადგება მდინარის კალაპოტში და ჩემი საკარმიდამო ნაკვეთის გასწვრივ, სილიან-ქვიანად იღებს მასას და მოპირდაპირე მხარეს სიგრძივად ჯებირს აკეთებს. მერამდენე წელია, ბჟუჟის კალაპოტის გასწორხაზოვნების გამო, ასე იქცევიან. კალაპოტი შეუცვალეს მთის მდინარეს. ამასობაში კი, ჩემს საკუთრებაში არსებულ მიწის, სულ ცოტა, სამი მეტრი სიგანეზე, მთელი ზოლი შთანთქა მდინარემ, _ ამბობს „გურია ნიუსთან“ ქალბატონი შორენა.
იგი მიიჩნევს, რომ რაკი მარტოხელაა, დაჩაგრეს, აბუჩად იგდებენ და ამ დროს განმკითხავი არავინაა.
აქვე შევნიშნავთ, რომ სიმონიშვილის შესახებ, კონკრეტულად, საკარმიდამო ნაკვეთში მრავალწლოვანი ხეხილოვანების, ენერგოკომპანიის მიერ გაჩეხვასა თუ მდინარის კალაპოტის შეცვლისგან მიყენებული ზარალის თაობაზე, ჩვენ გასულ წლებშიც ვწერდით.
თუ რატომ ხდება მოქალაქის კარმიდამოსთან დამაზიანებელი სამუშაოების შესრულება ისე, რომ არც კომპენსაციაზე ფიქრობს ვინმე, არც დამბის გაკეთებაზე და როგორც თავად ამბობს, კითხვის ღირსადაც არ თვლიან, მალე ვრცლად ვუამბობთ ჩვენს მკითხველებს.
ავტორი