„ამათი პოპულისტი პრიმიტივი გაგება ვატირე, ამათი გაყიდული სული ვატირე… საქართველოში რუსულენოვანი ინსტიტუტის გახსნა ,,უკვირთ,, და ,,აპროტესტებენ,, ფბ თუ ინსტა პოსტებით ვითომდა
შვილებს და შვილიშვილებს რუსულ ბაღებში არ ზრდიდნენ
ვითომდა აქამდე ნაღდად პრორუსული არაფერი გაუკეთებია ხელისუფალს და აი ეს ,,რუსული ინსტიტუტია,, თურმე მაგარი ,,ღალატი,, და ,,ანტიევროპულობა,, იმ ფონზე, რაშიც ეს ხალხი ცხოვრობს და ხმას არ იღებს.
პუტინის ფული მილიარდობით რომ გაათეთრა ბანკებმა და ათეთრებს, ამოიღე ხმა შე აბსოლუტურად ჩმორო?
ყოველდღე რომ ირანიდან სომხეთის და საქართველოს გავლით მკვლელი სამხედრო ტვირთი რომ გადის რუსეთში, ამაზე ამოიღე ხმა ვითომ ინვესტიგატივო ჟურნალისტო?
სომხეთმა რომ დიდი სიამაყით განაცხადა, ახალი საზღვაო გზა გავხსენით რუსეთისკენო და ეს ჯერ კიდევ მაშინ, გარეთ რომ ეგდე თავისუფლებაში, ამაზე ამოიღე ხმა, შე ვითომ პროევროპულო?
ასეულათასობით ვითომლტოლვილი რომ შემოძუნკალდა რუსეთიდან და ის სორო ბინებიც კი რომ წაართვეს ქართველ სტუდენტებს, ქირა და ყველაფრის გადასახადი რომ გაუძვირდათ, ამაზე ამოღე ხმა ვითომ ადვოკატმა??
დაბოლების და იაფფასიანი პრიმიტივი პოპულიზმის სპეციალისტები არიან ეს ჩებურაშკები…
ეეხ, მიშა სააკაშვილო, შენ მოგეცა ამ ქვეყნის ცოდვა ეს საშინელებები რომ წამოაყენე ქვეყანასა ზედა….
წვერგაბურძგნული მოქადაგენი თავად ამბობენ, ვინც არიან, დაუფარავად…
ალტინფოელები და კომსომოლკები, თავად აღიარებენ, ვინც არიან…
ეს ვითომდემოკრატი, ვითომპროევროპელი და ვითომეროვნული დამბოლებლები და სულგაყიდულები, ფულზე და სკამზე სულგაყიდულები ამდენი ერთად სად ნახე და როგორ ნახე, ბატონო მიშა???? _ წერს სოციალურ ქსელში გერმანიაში მცხოვრები ექიმი, იაგო ფრანგიშვილი.