ამერიკის შეერთებულმა შტატების სენატმა საქართველოში, სრულუფლებიან ელჩად რობინ დანიგანი დაამტკიცა.
“რობინ დანიგანი, კალიფორნიიდან, საგარეო სამსახურის უფროსი წევრი, იქნება ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში”,_ წერია გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, რობინ დანიგანი აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 13 თებერვალს წარადგინა ელჩის კანდიდატად. მან უნდა ჩაანაცვლოს კელი დეგნანი, რომელსაც თანამდებობაზე ყოფნის ვადა ეწურება.