ლიბანელებმა ქართველებს “გვაჯობეს” და ყანწზე დიდი “განსხვავებული სასმისი” დაამზადეს.
ბეირუთში, ღვინის ფესტივალზე გინესის რეკორდი დამყარდა – ორგანიზატორებმა 2,4 მ სიმაღლისა და 1,65 მ დიამეტრის მქონე ბოკალი წარმოადგინეს.
გიგანტურ ჭიქაში ლიბანელ ღვინის მწარმოებელთა “ერთიანობის” სადემონსტრაციოდ კი ერთდროულად 100 ბოთლი წითელი, თეთრი და ვარდისფერი ღვინო ჩაასხეს, თუმცა “კოქტეილის” დალევა, რატომღაც, არავის უცდია.
ავტორი