რაჭაში, შოვში, სტიქიის ზონაში ახალგაზრდა კაცი მეუღლესა და სამ მცირეწლოვან შვილს ეძებს.
კაცი ამბობს, რომ ოჯახს ბოლოს დღის 12-1 საათისკენ ეკონტაქტა, მას შემდეგ კი ვეღარ უკავშირდება:
„მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი მყავს ჩარჩენილი. არ ვიცი, რა სიტუაციაა და როგორ არიან. ხალხო, ძალიან გთხოვთ, რამე ქენით“,- ამბობს ის.
სტიქიის ზონაში, სამაშველო ღონისძიება მთელი ღამის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება, _ ამის შესახებ განცხადება შსს-მ გაავრცელა.
სამაშველო ღონისძიებაში ჩართულია 400-მდე მეხანძრე-მაშველი და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები.
ონის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, კურორტ შოვში სტიქიის შედეგად მიწის მასა ჩამოიშალა.
შემთხვევა სასტუმრო „სანსეტ შოვის“ მიმდებარედ მოხდა. 70-მდე მოქალაქე უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი.