რაჭაში, კურორტ შოვში, სტიქიის შედეგად განვითარებული მოვლენების გამო გურიაში დაგეგმილი მუსიკალური საღამოები გაუქმდა.
როგორც ოზურგეთის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ:
“რაჭაში, შოვში, სტიქიის შედეგად განვითარებული მოვლენების გამო, 5 აგვისტოს 19:00 საათზე, ოზურგეთის ჭადრების ბაღში დაგეგმილი „მუსიკალური საღამოები“ გადაიდო.
ღონისძიებების ჩატარების შესახებ დამატებითი ინფორმაცია, მოგვიანებით გახდება ცნობილი”.
მსგავსი ტექსტი გაავრცელა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიამაც.
“რაჭაში, შოვში, სტიქიის შედეგად განვითარებული მოვლენების გამო, 𝟲 აგვისტოს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი „მუსიკალური საღამო“ გადაიდო.
დამატებითი ინფორმაცია ღონისძიებების ჩატარების შესახებ მოგვიანებით გახდება ცნობილი”.
ბოლო ინფორმაციით, რაჭაში, სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი, სავარაუდოდ, შვიდამდე გაიზარდა.