ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული განყოფილების უფროსი ლაშა თავაძე დაბა ლაითურის #1 პენიტენციურ დაწესებულებაში, სამართლებრივი განყოფილების უფროსად დაინიშნა.
როგორც ცნობილია, ეს დაწესებულება, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი პენიტენციური სამსახური, დიდი ხანი არაა, რაც გაიხსნა და ადგილობრივები მას „ლაითურის ციხედ“ მოიხსენიებენ.
ლაშა თავაძე მრავალი წლის მანძილზე მუშაობდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, სხვადასხვა თანამდებობაზე. ის იყო იურიდული სამსახურის უფროსიც.
ავტორი