დღეს 8 აგვისტოს აგვისტოს ომის 15 წლისთავთან დაკავშირებით ქართველების და უკრაინელების ერთობლოვი აქცია გაიმართა სტრასბურგში რუსეთის საელჩოსთან.
აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ოთო მამარდაშვილი „გურია ნიუსთან“ საუბარში ამბობს:
-აქციაზე კიდევ ერთხელ აღვნიშნეთ, რომ რუსეთი ოკუპანტია და დღემდე აგრძელებს საქართველოს ოკუპაციას, დავგმეთ უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები, რომელსაც რუსეთი აწარმოებს და ვთქვით რომ არ შევეგუებით ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას, სადაც არ უნდა ვიყოთ.
აქციის ორგანიზატორი ქართველი ემიგრანტი გოგი წულაია იყო.
ავტორი