ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირში, ისევე, როგორც ყველა სოფელში, სადაც მთა და მდინარეა, ბავშვების ხმაური და ხალისიანი ხმები უწყვეტად ისმის.
_ჩვენ უკანავაში ვცხოვრობთ. (მთსპირის პატარა, ულამაზესი უბანი)ორი საბა ვართ დ ორი დათუნა. საბანაოდ ერთად დავდივართ. ბათუმში ვსწავლობთ. იქაც ვცხოვრობთ, მაგრამ აქ არის ჩვენი ნამდვილი სახლი. ოღონდ ართმელაძეები ბიძაშვილები არიან, ჩვენ-მე და დათუნა კი ძმები, _ გვეუბნება საბა შავაძე და ბებოს, მერი შავაძეს ყელგაწვდილი ეხვეწება, საბანაოზე გაგვიშვი, იმ დიდი ქვიდან არ გადმოვხტებითო.
ბებოც საგზალივით „ატანს“ დარიგებებს და დაგვიანების შემთხვევაში რომ ბახვისწყლის საბანაოზე ჩამოგაკითხავთ, ესეც იცოდეთო.
ბიძაშვილებს, საბა და დათუნა ართმელაძეებს ნებართვა უკვე აღებული აქვთ და ახლა სეხნიებს „თავდებში“ უდგებიან ბებოსთან, ჩვენ გამოგვიშვეს და ესენიც გამოუშვით, უერთმანეთოდ არ წავალთო…
ასეთია ყოველი დღე და ამ ონავრებისგან ახმაურებული ბახვისწყლის ხეობაც, საკუთარ ხმაურსაც ერიდება, თითქოს…
ავტორი