თურქეთში, მალათიის პროვინციაში 5,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის (AFAD) ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი იეშილიურტის რაიონი იყო, რომლის მოსახლეობა, დაახლოებით, 440 ათასი ადამიანია. მსხვერპლის ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
მალათიის გუბერნატორის თქმით, ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც პანიკაში ჩავარდა აივნიდან გადახტა. მისივე ინფორმაციით, დაინგრა მიტოვებული შენობა, რომელიც 6 თებერვლის ძლიერი მიწისძვრის დროს დაზიანდა.
მიწისძვრა იგრძნობოდა ახლომდებარე პროვინციებში, მათ შორის კაჰრამანმარაში, ადიამანში, შანლიურფასა და გაზიანთეპში.