ზუგდიდში, სოფელ ინგირში, საცხოვრებელი სახლი დაიწვა.
არსებული ინფორმაციით, სახლში ამ დროს მცირეწლოვნებიც იმყოფებოდნენ. საბედნიეროდ, ოჯახის ყველა წევრმა უსაფრთხოდ გამოსვლა შეძლო.
შემთხვევის ადგილას რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.
ხანძრის გაჩენის ერთ-ერთ ვერსიად, ბუნებრივი აირის ბალონის აფეთქება სახელდება.
ავტორი