ხანძარმა ისტორიული ქალაქი ლაჰაინა გაანადგურა.
როგორც BBC იუწყება, ხანძარს 93 ადამიანი ემსხვერპლა და ადგილობრივი ხელისუფლება შიშობს, რომ მსხვერპლი შესაძლოა გაიზარდოს.
“ხანძარი ყველაზე უარესი ბუნებრივი კატასტროფაა, რაც კი ოდესმე ჰავაის თავს დასტყდომია”,_ განაცხადა ჰავაის გუბერნატორმა ჯოშ გრინმა.
მიუხედავად იმისა, რომ ტყის ხანძრები ახლა დიდწილად კონტროლის ქვეშაა, მათი სრულად ჩაქრობის მცდელობები გრძელდება კუნძულის ნაწილებში, მათ შორის ლაჰაინას გარშემო, რომელიც განადგურებულია.