23 წლის ქართველმა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ბავშვი გააჩინა და შემდეგ იტალიაში, ქალაქ ტარანტოს ცენტრში, ნაგვის ურნის გვერდით დატოვა, გადაწყვიტა პატარა ლორენცო დაიტოვოს.
ქალმა, რომელიც ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება, ბავშვის დატოვების შესახებ ადვოკატის მეშვეობით განაცხადა. დღეს დილით უკვე მზად იყო ოფიციალური დოკუმენტების გაფორმებისთვის, მაგრამ ბიუროკრატიულმა პრობლემამ ხელი შეუშალა.
ახალშობილის დედას გამოძიება არასრულწლოვნის მიტოვებას ედავება და მკვლელობის მცდელობის ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში დაკავების საფრთხე ემუქრება. საბოლოო გადაწყვეტილება ტარანტოს არასრულწლოვანთა სასამართლოს პროკურატურას ეკუთვნის. _ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ხათუნა შარაძე აქვეყნებს.