ბახვი ჰესი 2021 წლიდან აქტიურად თანამშრომლობს მთისპირის საჯარო სკოლასთან, 2022 წლიდან კი მსგავსი თანამშროლობის მოდელი ჩხაკაურას საჯარო სკოლასთანაც ხორციელდება.
- მთისპირის და ჩხაკაურას სკოლებში შეიქმნა კომპიუტერული ლაბორატორიები, რომლებიც აღიჭურვა უახლესი კომპიუტერებითა და სხვა დამატებითი ტექნიკური საშუალებებით, რათა მოსწავლეებმაც და მასწავლებლებმაც შეძლონ თანამედროვე ტექნოლოგიების სწავლის პროცესში გამოყენება;
- განახლდა მთისპირის სკოლის ბიბლიოთეკა თანამედროვე, სამეცნიერო, თუ მხატვრული ლიტერატურით;
- 2021 წლის გაზაფხულზე შეიქმნა სპეციალური ტრენინგ პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს უფროსკლასელებში ცნობიერების ამაღლებას გარემოსდაცვითი და განახლებადი ენერგიების მიმართულებით. 2022 წლიდან კი მსგავსი მოდელის ტრენინგები ტარდება ჩხაკაურას საჯარო სკოლაშიც;
- ტრენინგ კურსის ფარგლებში უფროსკლასელთათვის ჩატარდა ორი ექსკურსია, რომლის ფარგლებში მოსწავლეებმა 2022 წლის ბოლო სემესტრის დასასრულს მოინახულეს კინტრიშა ჰესი, 2023 წლის ბოლო სემესტრის დასასრულს კი, ვანის ნაქალაქარი და არქეოლოგიური მუზეუმი;
- ტრენინგ კურსის ფარგლებში მთისპირის საჯარო სკოლას 2022 წელს სტუმრობდა მწერალი დათო ტურაშვილი. 2023 წელს კი, უკვე ორივე სკოლაში სტუმრად იყო მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი. მოწვეულმა სტუმრებმა ახალგაზრდებისათვის საინტერესი თემებზე ისაუბრეს;
- განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციამ “GREDA” USAID-ის მხარდაჭერით ჩაატარა ორი ლექცია უფროსკლასელთათვის განახლებად ენერგიებსა და მათ მნიშვნელობაზე;
- დედამიწის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ჩატარდა კონკურსი სკოლის მოსწავლეებს (I -XII კლასები) შორის, სადაც სამ ასაკობრივ სეგმენტში ცალკ-ცალკე I, II და III ადგილებზე გასულებმა ჯილდოდ მიიღეს „ბიბლუსის“ ვაუჩერები, სულ მოცემულ კონკურსში მთისპირის საჯარო სკოლაში 63 ბავშვმა მიიღო მონაწილეობა და 9 გამარჯვებული გამოვლინდა, ხოლო ჩხაკაურას საჯაროს სკოლაში მონაწილეობა 18 ბავშმა მიიღო და 10 გამარჯვებული გამოვლინდა;
- ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში გაიმართა საახალწლო ზეიმი სკოლებისა და ბაღის მოსწავლეებისათვის. ღონისძიებას ჯამში 127 ბავშვი დაესწრო;
- პერიოდულად ტარდება თემატური ლექციები, სადაც მონაწილეობენ ბახვი ჰესის მრჩეველთა საბჭოს წევრები. ისინი ლექციების ფარგლებში უფროსკლასელებს საკუთარ გამოცდილებას პროფილის მიხედვით უზიარებენ;
- 2022 – 2023 წწ. უკვე ორჯერ ჩატარდა, 40-ზე მეტი მასწავლებლების გადამზადების პროგრამა.
|