ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, ადგილზე ჩავა,_ ამის შესახებ განცხადებას პარტია “ნაციონალური მოძრაობა” ავრცელებს.
ინფორმაციისთვის, დღეს ენმ-ს წევრების შეხვედრა მოსახლეობასთან დაპირისპირებით დასრულდა.
როგორც პარტიაში აცხადებენ, “ოცნების” მხარდამჭერებმა ენმ-ს რამდენიმე წევრი სცემეს. მძიმე დაზიანებები აქვს ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს, დავით მჟავანაძეს.
ცნობისთვის, ენმ მოსახლეობას ინფორმაციას აწვდიდა ნოდარ დუმბაძის სკვერის შესახებ, რომლის გაყიდვაც იგეგმება.