ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლის კურსდამთავრებული, ქეთევან მამალაძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის, თსუ-ს ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. მან 50%-იანი გრანტი მოიპოვა და მომავალი ჟურნალისტი თავს ბედნიერად კიდევ იმიტომ გრძნობს, რომ ის სპორტულ მიღწევებშიც ასევე უამრავი წარმატება აქვს. ახლა, როგორც სტუდენტი, ისე იბრძოლებს, მისივე თქმით, ოლიმპიური ჩემპიონობისთვის!
ქეთევან მამალაძემ მეორე საჯარო სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა. ის საქართველოს ჩემპიონია ბადროს ტყორცნასა და ბირთვის კვრაში.
ახლა ქალაქ სივაში იმყოფება და ბალკანეთის ჩემპიონობისთვის იბრძოლებს, რომელშიც 25 ქვეყანა მონაწილეობს!
მიზანდასახულმა ახალგაზრდამ შეუძლებელი შეძლო _ წარმატებულ სწავლასთან ერთად, გახდა სტუდენტი, მოიპოვა გრანტი, არასდროს უვლია რეპეტიტორებთან და მასწავლებლებს ხშირად, სპორტული შეჯიბრებებზე ყოფნის გამო, ონლაინ ერთვებოდა, რომ ემეცადინა.
_ჩემი საბოლოო მიზანია, გავხდე ოლიმპიური ჩემპიონი და ვასახელო ჩემი სამშობლო, ჩემი საყვარელი გურია, მშობლები, მეგობრები, ყველა, ვინც ასე ძალიან მიყვარს! _ ამბობს ქეთევან მამალაძე.
ჩვენი ახალგაზრდული გვერდი ულოცავს ქეთევანს და მომავალ დიდ გამარჯვებებს უსურვებს!
ავტორი