“ნაციონალური მოძრაობის” წევრი დავით მჟავანაძე, რომელსაც 3 სექტემბერს ჩოხატაურში სცემეს, გამოძიებამ დაზარალებულად ცნო. მჟავანაძემ ოზურგეთის პოლიცია ცოტა ხნის წინ დატოვა და თქვა, რომ გამოკითხვაზე “სურდათ, ეთქვა, რომ ეს იყო ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე და არაფერ შუაში არ იყო ჩიგოგიძე”.
ღამის 10 საათზე დამიძახეს იმისთვის, რომ დაზარალებულად ვეცნე, მაგრამ ეშმაკი დეტალებშიაო, იტყვიან და ვნახე, რომ თითქოს ეს დაპირისპირება, რომელიც მოხდა ჩოხატაურში და რეალურად ეს იყო ჩიგოგიძის მიერ დაორგანიზებული წინასწარ ზონდერ ბრიგადების მიერ ჩემზე თავდასხმა დაგეგმილი, თითქოს ეს ყველაფერი იყო ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე და თითქოს არაფერში არ იყო არც ჩიგოგიძე, არც ეს ზონდერ ბრიგადები თითქოს ვიღაცას შეველაპარაკე… უნდოდათ, რომ ამაზე მომეწერა ხელი. და ფაქტობრივად 2 საათის განმავლობაში მე მიხსნიდნენ იმას, რომ ეს იყო სწორი ფორმულირება, მაგრამ, ბუნებრივია, მე ვერ ვიტყვი იმას, რომ ეს იყო ურთიერთშელაპარაკება… ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ამ წუთებში მიმდინარეობს დაკავებულებისთვის ბრალის წარდგენა, – ამბობს მჟავანაძე.
წყარო: mtavari arkhi