ბახვი ჰესის ინიციატივით, საინტერესო პარტნიორობა შედგა კომპანიასა და საერთაშორისო ორგანიზაციის, USAID-ის ორ პროექტთან. კერძოდ, 2021 წლის ოქტომბერში ბახვი ჰესმა გააფორმა თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი USAID -ის ეკონომიკური უსაფრთხოებისა და ენერგეტიკული მომავლის პროგრამებთან. მემორანდუმის ფარგლებში მხარეები შეთანხმდნენ რამდენიმე პროექტის ერთობლივად განხორციელებაზე, რაც კერძო და საჯარო პარტნიორობის საუკეთესო მაგალითია.
2022 წლიდან ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან ერთად ვახორციელებთ ორ მნიშვნელოვან პროექტს. 1. ჩაის გზის შექმნა და ამ გზაზე არსებულ სამოსახლოებში სტუმარ-მასპინძლობის კომპონენტის გაძლიერება; 2. გომი-ბახმარო-გოდერძის დაკავშირება საფეხმავლო ბილიკით და ასევე, გზად გასათენებელი საცხოვრებლის გამართვა. ამ საფეხმავლო ბილიკით ისარგებლებენ ის ტურისტები, რომელთა მიზანიც ფეხით მოგზაურობა, ე.წ. ჰაიკინგია. ასევე, გვაქვს პარტნიორობა ენერგეტიკული მომავლის პროგრამასთან, რომელთან ერთადაც ბახმაროს ცენტრალურ ტრასაზე 2022 წელს განვათავსეთ ენერგოეფექტური ლედ განათებების ლამპიონები. სრულად ამორტიზირებული სისტემა ჩანაცვლდა ახალი ბოძებით და ლედ ნათურებით, საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზები მეტი გამძლეობისთვისა და უსაფრთხოების მიზნით, მოექცა მიწისქვეშ და შედეგად, განათდა 4.5 კილომეტრიანი ზოლი ბახმაროს ცენტრალურ ტრასაზე. აღნიშნული კოლაბორაცია, ბახვი ჰესის ინიციატივით შედგა. მნიშვნელოვანია, რეგიონში განხორციელებული პროექტები მდგრად განვითარებაზე იყოს ორიენტირებული, რათა მათ ადამიანების ცხოვრებაში ხელშესახები ცვლილებები მოიტანონ. |
Developed By Web Features 2024 © All rights reserved