საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, ნინო ლომჯარიას მიერ ახალი პლატფორმის შექმნას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მას ახლა დავალება აქვს, “შეკრიბოს ინტელექტუალური საზოგადოება”.
“ვინ ეკითხება ლომჯარიას, პოლიტიკაში მოვა თუ არ მოვა. ასეთი როლი აქვს მიცემული, რომ მან უნდა შეკრიბოს ახლა ინტელექტუალური საზოგადოება, რომელიც დაუპირისპირდება საზოგადოებას. გამოდის მიტინგზე და რას მოუწოდებს – ხელისუფლების გადაყენება, ტექნიკური მთავრობის შექმნა, ბომბების ჩამოვარდნის პრიორიტეტულობა და ა.შ. მაშინ ეს როლი ჰქონდა, ახლა საზოგადოებრივი პლატფორმის შექმნის ამოცანაა მის წინაშე.
სოროსის ფონდი, რასაკვირველია, დააფინანსებს, ეს ყველაფერი რაც ხდება, შეიძლება დავახასიათოთ, როგორც საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულთა რაზმებად დივერსიფიკაციის პროცესი,“- აღნიშნავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი.
ინფორმაციისთვის, ნინო ლომჯარიამ, დღეს ახალი პლატფორმის – “საქართველოს ევროპული ორბიტა” პრეზენტაცია გამართა.