გურიაში სოფლების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
როგორც “გურია ნიუსს” “ენერგო-პრო ჯორჯიაში” განუცხადეს, ძლიერმა ნალექმა კომპანიის ინფრატრუქტურა დააზიანა.
“გურიაში სტიქიის შედეგად დაზიანდა კომპანიის ინფრასტრუქტურა. უხვმა ნალექმა და განვითარებულმა მეწყრულმა პროცესებმა, ძირითადად ელექტროგადამცემი ბოძები და სადენები დააზიანა. ამ დროისთვის რაიონულ ცენტრებს სტაბილურად მიეწოდება ელ.ენერგია. შეფერხებით მიწოდება ძაბვა ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიოციპალიტეტების სოფლების ნაწილს. მობილიზებულია კომპანიის ტექნიკური ჯგუფები, ყველა მიმართულებით დილიდან განახლდა აღდგენითი სამუშაოები, მაქსიმალურად ვცდილობთ სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტურუქტურის უმოკლეს დროში აღდგენას”,_ აცხადებენ “ენერგო-პრო ჯორჯიაში”.
ავტორი