ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა რუსთავში.
როგორც “ინფორუსთავი” იუწყება, უხვი ნალექის შედეგად ქალაქის ქუჩებში, საავტომობილო გზებზე მომატებული წყლის ნაკადებია. დატბორილია ლეონიძისა და შარტავას გამზირები, მესხიშვილისა და კლდიაშვილის ქუჩები, მე-19 მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორია.
სატრანსპორტო საშუალებები შეფერხებით გადაადგილდებიან.