ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.
“გურიაში კერძოდ შრომაში (კუთხე ვაკე)მიწის მასის ჩამოშლის შედეგად დაიხერგა გზა ჩამოწვა დიდი რაოდენობით მიწის მასა, რამაც გადაკეტა ოჯახებთან დამაკავშირებელი გზა,მეორე დღეა რეაგირება არავის მოუხდენია. გზის მეორე მხარეს დარჩენილია ოჯახები, კერძოდ, ერთი ოჯახი სადაც ცხოვრობს მოხუცი ქალბატონი, რომელსაც ვერანაირად ვერ ეხმარება სოფლის მოსახლეობა. როდის უნდა მოვიდნენ შესაბამისი სამაშველო ჯგუფი ,რომ გზა გაიწმინდოს , არის ძალიან ცუდი სიტუაცია”,_ ამ შინაარსის წერილი “გურია ნიუსმა” შრომადან მიიღო.
ინფორმაციისთვის, უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში. სტიქიას 3 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 2 არასრულწლოვანია.