anadolu-ს ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მოუწოდა MIKTA-ს ლიდერებს, მექსიკას, ინდონეზიას, სამხრეთ კორეას და ავსტრალიას, გაერთიანდნენ ისლამოფობიის მზარდი საფრთხის წინააღმდეგ.
“ისლამის მიმართ მტრობის ზრდა და გავრცელება საერთაშორისო ტერორიზმთან ერთად შემაშფოთებელია. ამ ნეგატიურმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ ჩვენ გვჭირდება მეტი სოლიდარობა, ერთმანეთის მეტი გაგება და ტოლერანტობა”, – თქვა ერდოღანმა MIKTA-ს ლიდერებთან შეხვედრაზე.
ინფორმაციისთვის, ერდოღანი MIKTA-ს ლიდერებს შეხვდა ინდოეთის დედაქალაქ ნიუ დელიში G-20 სამიტის ფარგლებში.
“მიუღებელია, რომ 2 მილიარდი ადამიანის უწმინდეს ფასეულობებზე თითქმის ყოველ დღე დაშვებული იყოს თავდასხმა გამოხატვის თავისუფლების საფარქვეშ. ჩვენ გვჯერა, რომ ყველამ, ვინც პატივს სცემს კაცობრიობას, განურჩევლად მათი რელიგიისა, უნდა გააპროტესტოს ეს”, – დასძინა მან.
ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ აუცილებელია საერთაშორისო ორგანიზაციები იყოს სამართლიანი, გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და ეფექტური.