დაბალი ცნობიერებაა, როცა მეტეოროლოგი გაფრთხილებს და პრევენციის ნაცვლად, შიშის ზარზეიმი გეწყება…
დაბალი ცნობიერებაა, როცა უკვე მოხდა სტიქია და ქორწილში მიდიხარ დამეწყრილ რეგიონში…
დაბალი ცნობიერებაა, როცა უამინდობა იწყება და სათევზაოდ მიდიხარ მდინარეზე…
დაბალი ცნობიერებაა, როდესაც ებრძვი იმ უწყებას ან ადამიანებს, ვინც შენზე ზრუნავს, წერს პროგნოზს და გაფრთხილებს, მადლობის ნაცვლად კი იწყებ წყევლას და სხვა ადამიანების შეშინებას…
ამ დაბალი ცნონიერების შემქმნელი, სამწუხაროდ, ჩემი კოლეგებიცაა, რომლებიც ხშირად ოფიციალური უწყების ნაცვლად, ხშირად სხვადასხვა დეზინფორმაციას ავრცელებს ამინდზე, არნახული სათაურებით, შესაბამისად საზოგადოება ვეღარ არჩევს ვის დაუჯეროს და ვის არა…
თითოეული პოსტი, რომელიც იწერება ამინდზე, არის პასუხისმგებლობა! სხვადასხვა დროს მოწონების მომატების გამო გამოქვეყნებული შეუსაბამო ამბები მოსალოდნელ ამინდზე უპასუხისმგებლობა…
მოდით კლიმატის შეცვლის და ამ სტიქური უბედურებების ფონზე ერთად ავიმაღლოთ ცნობიერება ამინდის პროგნოზზე, ენდეთ მხოლოდ ოფიციალურ ამინდის პროგნოზს და გამოცდილ მეტეოროლოგებს, სათაურის ქვემოთ აუცილებლად ნახეთ, ვინ ამბობს პროგნოზს და რას ეყრდნობა მასალა…
დაიმახსოვრეთ ! ზუსტი პროგნოზის გათვალისწინება შეიძლება ვიღაცის გადარჩენას უდრიდეს…
კეთილი სურვილებით – მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე