ესპანეთის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი თანამდებობიდან კოცნის გამო გადადგა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ლუის რუბიალესმა თანამდებობა დატოვა მას შემდეგ რაც ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური პრეზენტაციის ცერემონიაზე ესპანელ ფორვარდს ჯენი ერმოსოს აკოცა.
33 წლის ერმოსოს თქმით, კოცნა მას შემდეგ, რაც ესპანეთმა ინგლისი დაამარცხა, არ იყო შეთანხმებული და მან სასამართლოში საჩივარი შეიტანა გასულ სამშაბათს და მას ბრალი სექსუალურ ძალადობასა და იძულებაში დასდო. თუმცა, რუბიალესის განცხადებით, კოცნა ორმხრივი და შეთანხმებული იყო.
რუბიალესმა განაცხადა, რომ მან გადადგომის შესახებ განცხადება ფედერაციის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ პედრო როჩას მიმართა და თანამდებობაზე ვერ დაბრუნდება.