უკრაინაში, ხერსონის რაიონ სოფელ ნოვოდმიტროვკაში დაბომბვის შედეგად 6 წლის ბიჭი დაიღუპა, რომელსაც სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობები ჰქონდა. ინფორმაციას ხერსონის საოლქო პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.
დაჭრილები არიან მისი 13 წლის ძმა და მეზობლები, რომლებიც ბავშვების დახმარებას ცდილობდნენ.
პროკურატურის ცნობით, საარტილერიო დაბომბვის შედეგად ჭურვები კერძო სახლს მოხვდა. დაზიანებულია მიმდებარე შენობებიც.