“ჩინეთთან უვიზო რეჟიმი საფრთხეა, – შემოგვესევიანო!
ვითომ რუსებს ვიზა აჩერებდა ან ჩინელებს შეაჩერებდა!
თვლა იცით?!
ასამდე და ათასამდე – არა!
არც მილიონამდე!
მილიარდამდე თვლა იცით?!” _ წერს სოციალურ ქსელში საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი, ბონდო მძინარაშვილი.
ინფორმაციისთვის, საქართველომ ჩინეთთან სავიზო რეჟიმი გააუქმა. გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო. მან მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ სავიზო რეჟიმის გაუქმება საქართველოს ტურიზმის სფეროს და ეკონომიკას დაეხმარება.
“მივიღეთ გადაწყვეტილება, ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ამოქმედდეს“,- თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
მთავრობის ამ გადაწყვეტილებას საზოგადოებაში უარყოფითი შეფასებები მოჰყვა.