კურო
მოდით ვიყოთ გულახდილები, კურო: თქვენ თავად საკმაოდ დაცულად გრძნობთ თავს. ამიტომ მოგწონთ, დაეხმაროთ სხვებსაც, იგრძნონ იგივე. თქვენ ბუნებრივად თანმიმდევრული და სანდო ხართ და აგრძნობინებთ სხვებს, რომ მათ შეუძლიათ თქვენი იმედი ჰქონდეთ. „კუროები ყველაზე სტაბილური და მყარი ზოდიაქოს ნიშანია“, – ამბობს ადლერი. ”ბუნებრივად ლოიალური და ბუნებით სანდოები, ისინი ყოველთვის თქვენ გვერდით არიან, როცა გჭირდებათ.”
მორიელი
თქვენ არ ხართ ის, ვინც სხვის საიდუმლოს დაუფიქრებლად გასცემს. მიუხედავად იმისა, არის თუ არა თქვენთვის სხვების პრობლემების მოსმენა კომფორტული, უბრალო ნაცნობებიც კი გასაჭირის დროს სწორედ თქვენთან მოდიან გულის გადასაშლელად. სოფია ადლერი განმარტავს, თუ რატომ ხდება ასე: „მორიელს შეიძლება დრო დასჭირდეს, რომ დაგიჯეროს, თუმცა აქვს საოცარი უნარი, განუგეშოს და დაგამშვიდოს“, – ამბობს ადლერი. “თქვენი მორიელი მეგობარი ან პარტნიორი არასოდეს გაამჟღავნებს თქვენს საიდუმლოებებს.”
თხის რქა
თქვენ დიდ ყურადღებას აქცევთ ეთიკას, კომფორტსა და სტაბილურობას, სწორედ ამიტომ, სხვებისთვის ყველაზე სანდო მეგობარი ხართ. ადამიანებმა იციან, რომ შეუძლიათ თქვენზე დაყრდნობა და თქვენი ნდობა, რადგან კომფორტსა და სტაბილურობას სერიოზულად უყურებთ.
ავტორი