კომპანია „Space Perspective“-ის დამფუძნებელი ჯეინ ფოინთერის მტკიცებით, მისი კომპანია იქნება პირველი, რომელიც ადამიანებს კოსმოსში დაქორწინების შესაძლებლობას მისცემს.
საზეიმო ცერემონია კომპანიის ისტორიულ ხომალდზე, გაიმართება.
„კოსმოსური ხომალდი „Neptune“ შეიქმნა იმისათვის, რომ ყოფილიყო ყველაზე ხელმისაწვდომი, მდგრადი და უსაფრთხო კოსმოსური ხომალდი პლანეტა დედამიწაზე თუ მის მიღმა. ის მოიცავს „SpaceBalloon“-ს, „Reserve Descent System“-სა და „Neptune Capsule“-ს. განსხვავებით ყველა სხვა კოსმოსური ხომალდისგან, რომლების ფრენის დროსაც ეკიპაჟის განყოფილება გამოეყოფა ერთი ფრენის სისტემიდან და გადადის სხვა ფრენის სისტემაში, კოსმოსური ხომალდი „Neptune“-ს კაფსული დაცულია „SpaceBalloon“-ზე მთელი ფრენის განმავლობაში, აფრენიდან დაშვებამდე, რაც ქმნის შეუფერხებელ, უსაფრთხო და ნაზ ფრენის გამოცდილებას“,_ წერია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კომპანიამ ხომალდის ასამუშავებლად ეკომეგობრული გამოსავალი შეიმუშავა, კერძოდ: ხომალდს ენერგია მიეწოდება განახლებადი წყალბადის საშუალებით და არ ტოვებს ნახშირორჟანგს. ხომალდი ზევით გატყორცნის ნაცვლად, ჰაერში ნელ-ნელა, დაახლოებით, 20 კმ/სთ სიჩქარით იწევა.
„Space Perspective“ დაარსებულია „Biosphere 2“-ის ეკიპაჟის ორი ყოფილი წევრის მიერ. კომპანიას სურს, კოსმოსში მოგზაურობის შესაძლებლობა რაც შეიძლება მეტ ადამიანს მისცეს, რადგან, დამფუძნებლებს სჯერათ, რომ დედამიწის კოსმოსიდან დანახვა რადიკალურად შეცვლის ჩვენს აღქმას სამყაროსა და მასში ჩვენი ადგილის შესახებ.
ავტორი