ცოტა ხნის წინ, კომპანიამ „Warner Bros. Discovery“ განაცხადა, რომ სტუდიის ხელმძღვანელობამ ჯონ ტოლკინის რომანის „ბეჭდების მბრძანებელი“ მიხედვით რამდენიმე ფილმის შექმნის შესახებ შეთანხმება გააფორმა.
პროექტზე კომპანია „New Line Cinema“ იმუშავებს, რომელიც „ბეჭდების მბრძანებლის“ ორიგინალურ ტრილოგიას იღებდა. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა კინოტრილოგიის რეჟისორი პიტერ ჯექსონი და მისი თანაავტორები – ფრენ უოლში და ფილიპა ბოიენსი ამბობენ, რომ „Warner Bros.“-ი მათ პროექტის თითოეული ნაბიჯის შესახებ საქმის კურსში აყენებს.
კინოტრილოგია „ბეჭდების მბრძანებელი“ კინოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია. სამივე ფილმი პიტერ ჯექსონმა ახალ ზელანდიაში, $270-მილიონიანი ბიუჯეტით გადაიღო, გაქირავებაში კი მათ $2,9 მილიარდი გამოიმუშავეს. სამი ფილმი „ოსკარზე“ 30 ნომინაციაში იყო წარდგენილი, გამარჯვება კი 17-ში მოიპოვეს, რაც აბსოლუტური რეკორდია კინოტრილოგიებისთვის.
ავტორი