X, პლატფორმა ადრე ცნობილი როგორც Twitter, ფასიანი ხდება.
როგორც ელონ მასკმა განაცხადა, ყველა ვალდებული იქნება გადაიხადოს საიტზე შესვლისთვის.
მასკის განმარტებით, სააბონენტო გადასახადი აუცილებელია იმისთვის, რომ თავიდან აიცილონ „ბოტების დიდი არმია“.
გავრცელებული ინფორმაციით, მასკის განცხადების შემდეგ სოციალური ქსელი შეფერხებებით მუშაობს, ზოგან კი ქსელმა მუშაობა შეაჩერა.