გუშინ, იტალიელმა ჟურნალისტმა ჯანლუკა ჯიფუნიმ განაცხადა, რომ რუდი გარსია 4-4-2 სქემით თამაშზე ფიქრობს, ხვიჩა კვარაცხელიას კი, ვიქტორ ოსიმენის გვერდით, თავდამსხმელის პოზიციაზე მოიაზრებს.
„ამჟამად რთულია გუნდში დადებითი ასპექტის პოვნაც კი. ჩემი აზრით, „ნაპოლის“ მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგაა, ამაზე მიანიშნებს მწვრთნელის განცხადებებიც „ჯენოასთან“ მატჩის შემდეგ, როდესაც თქვა, რომ გუნდს ჩემპიონთა ლიგის წინ კონცენტრირება გაუჭირდა.
ფიქრობს თუ არა, გარსია კვარაცხელიას ნიჭის უკეთ გამოსაყენებლად ტაქტიკურ ალტერნატივებზე? მგონია, რომ მისი იდეაა 4-4-2 სქემით ითამაშოს, სადაც ქართველი ვიქტორ ოსიმენის უკან იმოქმედებს, როგორც თავდამსხმელი. მას აქვს ფეხბურთზე თავისი წარმოდგენა, მაგრამ ამ ეტაპზე მათი გამოყენება პრაქტიკაში ვერ მოახერხა“, – განაცხადა ჯანლუკა ჯიფუნიმ.
ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ კი განაცხადა, რომ „ნაპოლიდან“ რუდი გარსიას თუ გაათავისუფლებენ, ის ანტონიო კონტეთი უნდა შეცვალონ.
„ანტონიო კონტე იდეალური იქნებოდა. მას აქვს თავისი იდეების და გამბედაობა. ის ითამაშებს 3-4-3 სქემით. „ნაპოლიში“ სპალეტის შემდეგ სჭირდებათ ადამიანი, რომელიც მათ წინ გაუძღვება. კონტე ტოპ-მწვრთნელია, მაგრამ არ ვიცი, დე ლაურენტისთან მუშაობას თუ დათანხმდება“, – ასეთია ანტონიო კასანოს მოსაზრება.
ანტონიო კონტე ამჟამად უმუშევარია და ოჯახთან ერთად ატარებს თავისუფალ დროს ატარებს. კონტე შაბათს, ტურინში, „იუვენტუსისა“ და „ლაციოს“ მატჩს სტადიონზე დაესწრო.
ხვიჩა კვარაცხელიას თემას შეეხო ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი კრისტიან ბუკი.
„ეს არის ფეხბურთის სილამაზე, სადაც ყველა მწვრთნელს აქვს თავისი იდეები, საბედნიეროდ, ყველას განსხვავებული. ჩემი აზრით, „ნაპოლიში“ რამდენიმე ფეხბურთელი შეუცვლელია და მათ შორის არის კვარაცხელია. მართალია, რომ ქართველი რამდენიმე თვეა ძველებურად ვერ თამაშობს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ მის თამაშს მეტოქეები სწავლობენ, ორმაგი მეურვეობით ეთამაშებიან, მის წინააღმდეგ კონტრზომებს იღებენ. მას მოუწევს რაღაცის შეცვლა და ნებისმიერ შემთხვევაში მოთმინება უნდა გამოიჩინოს, რომ არ ინერვიულოს“, – განაცხადა ქრისტიან ბუკიმ.
„ჯენოასთან“ შეხვედრაში, ხვიჩა კვარაცხელიას შეცვლას და მის ჟესტს იტალიურ საფეხბურთო სამყაროში ცნობილი არაერთი პიროვნება გამოეხმაურა.
ალდო სერენა (ვეტერანი ფეხბურთელი): „კვარას და ოსიმენის კონტრაქტების გახანგრძლივების მოუგვარებელი საკითხი გავლენას ახდენს. ქართველს საშუალო დონის ფეხბურთელის ხელფასი აქვს და ამის ნაცვლად ის ტოპფეხბურთელია, ერთ-ერთი მათგანი, ვისი თამაშიც აღფრთოვანებას იწვევს, ფანტაზიას აფრქვევს“.
ფაბიანო სანტაკროჩე (ვეტერანი ფეხბურთელი): „გულწრფელად, ვერ ვიპოვე მიზეზი ამ ცვლილების ასახსნელად. უაზრო ცვლილება იყო, ლინდსტრომი რომ შესულიყო, სხვაგვარად ვიფიქრებდი. ნებისმიერ შემთხვევაში, 2:2-ზე თამაშის მოგება უნდა სცადო და ქართველი არ უნდა შეცვალო, თუნდაც მას არ ჰქონდეს კარგი თამაში, შეიძლება მყისიერად გაიბრწყინოს და მატჩი მოგაგებინოს“.
სანდრო საბატინი (ჟურნალისტი): „ყველაზე შემაშფოთებელი კვარაცხელიას ბოლო 6 წუთის განმავლობაში შეცვლა არ არის, არამედ მისი ჟესტი. ეს აჩვენებს მწვრთნელისადმი ნდობის ნაკლებობას“.
რიკარდო ტრევიზანი (ჟურნალისტი): „კვარაცხელიას ჩავარდნა გასული სეზონის ბოლოსაც ჰქონდა. ობიექტური ფაქტი კი, ისაა, რომ ანგისა და ლობოტკა სპალეტის გარეშე დაუბრუნდნენ თავიანთ რეალურ დონეს“.
გუსინ, უეფას ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა გამოცემას „Sportklub“ ინტერვიუ მისცა, სადაც კითხვა იმის შესახებ დაუსვეს, თუ როდის დაბრუნდებიან სავარაუდოდ, რუსული კლუბები ევროსარბიელზე.
ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მანამდე, ვიდრე უკრაინაში ომი იქნება, რუსები იქნებიან გარიყულნი იქნებიან და საერთაშორისო შეჯიბრებებში არ დაბრუნდებიან.
2022 წლის თებერვლის შემდეგ, მას მერე რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ომი წამოიწყო, რუსული კლუბები და ნაკრებები ტურნირებიდან მოკვეთილნი არიან.
ავტორი