ცოტა ხნის წინ, დიდი ბრიტანეთის სასამართლომ დამნაშავედ ცნო კაცი, რომელსაც 200 ათასამდე შოკოლადის კვერცხის ქურდობა ედებოდა ბრალად, რომელთა საერთო ღირებულებაც დაახლოებით 48 ათასს ევროს შეადგენდა.
32 წლის ჯობი პულმა დანაშაული უკვე აღიარა. მან პოპულარული ბრიტანული დესერტი – „Cadbury Creme Eggs“ ტელფორდში მდებარე ერთ-ერთი საწყობიდან მოიპარა. სამართალდამცველებმა შოკოლადი მაშინ აღმოაჩინეს, როდესაც პულის ავტომობილი ერთ-ერთ გზატკეცილზე გააჩერეს. ქურდს პოლიციელებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია.
პულს განაჩენს ოქტომბერში გამოუტანენ, მანამდე ის პატიმრობაში დარჩება.
ავტორი