ძლიერმა ტორნადომ აღმოსავლეთ ჩინეთის ქალაქი მოიცვა.
გავრცელებულ კადრებში ჩანს, დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზები და ამოტრიალებული მანქანები.
ტორნადოს გამო ასობით ადამიანი დროებით გადაასახლეს და სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა, _ იტყობინება ჩინეთის სახელმწიფო მედია.