“პრეზიდენტის, განსაკუთრებით ბოლო პერიოდის განცხადებებს თუ დავაჯგუფებთ და გავაანალიზებთ, ნამდვილად ვერ დაგვრჩება შთაბეჭდილება, რომ ის ქვეყნის ინტერესების ფარგლებში მოქმედებს,”- ეს განცხადება პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა გააკეთა.
“პრეზიდენტის, განსაკუთრებით ბოლო პერიოდის განცხადებებს თუ დავაჯგუფებთ და გავაანალიზებთ, ნამდვილად ვერ დაგვრჩება შთაბეჭდილება, რომ ის ქვეყნის ინტერესების ფარგლებში მოქმედებს. ფაქტია, რომ კონსტიტუციით, კანონით, ადამიანს, რომელიც იღებს მეორე ქვეყნის მოქალაქეობას ეკუთვნის საქართველოს მოქალაქეობის შეჩერება და მისივე რამდენიმე დღის წინანდელი განცხადებები და მოთხოვნა იუსტიციის სამინისტროს მიმართ, რომ იუსტიციის სამინისტროს გაეგზავნა განაცხადი მოქალაქეობის შეჩერებასთან დაკავშირებით, გუშინ ჩვენ უკვე ვიხილეთ, რომ მან უარი თქვა მოქალაქეობის შეჩერებაზე და რა არის ამის მოტივაცია, რა თქმა უნდა, სხვადასხვა ვერსიები შეიძლება ვთქვათ,”- განაცხადა ნინო წილოსანმა.