საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა, მსოფლიო თასზე მეორე შეხვედრა პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა.
მატჩი ბორჯღალოსნების უპირატესობით დაიწყო, პირველი ნახევარი საქართველოს ნაკრების გამარჯვებით 13-5 დასრულდა.
მეორე ტაიმი კი რადიკალურად განსხვავებული სცენარით, პორტუგალიის უპირატესობით წარიმართა. დაძაბული მატჩი საბოლოოდ ფრედ 18-18 დასრულდა. მსოფლიო თასზე მესამე შეხვედრას ბორჯღალოსნები 30 სექტემბერს ნანტში, ფიჯის წინააღმდეგ გამართავენ.