https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

    კრასნოდარის მხარეში დრონებმა მილსადენი და ორი გემი დააზიანეს

    ვიქტორ ორბანი – უკრაინის ჩამოშლა უნგრეთისთვის კატასტროფა იქნება

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

    კრასნოდარის მხარეში დრონებმა მილსადენი და ორი გემი დააზიანეს

    ვიქტორ ორბანი – უკრაინის ჩამოშლა უნგრეთისთვის კატასტროფა იქნება

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

„ნაღვლიანი კომედიების“ „მხიარული“ შემოქმედი

11:46; 24.09.2023
კულტურა
Share on FacebookShare on TwitterEmail

დღევანდელი საკვირაო მოგონებები  გიორგი დანელიას ეძღვნება. კინორეჟისორი ჩინებული მწერალიც ბრძანდებოდა და საკუთარი მოგონებების რამდენიმე წიგნიც დაწერა. ქვემოთ მოყვანილი ისტორიები ამ ნაშრომებიდანაა ამოღებული.

“ვგიკში ჩავაბარებინოთო, – ამბობდა მამაჩემი, როდესაც სკოლა დავამთავრე. რატომ ვგიკშიო? – დედა ეკითხებოდა. მაშ, სადღა მიიღებენ ამ სულელსო, – პასუხობდა¬. მეტრომშენებელი მამაჩემი კინოს არასერიოზულ საქმიანობად აღიქვამდა¬ და ვკიგსაც უკიდურეს ვარიანტად მიიჩნევდა. მე რეჟისორობა ისევე არ მიზიდავდა,¬ როგორც სხვა დანარჩენი, – გარდა ჯაზისა. ჩემი მეგობარი არქიტექტურულზე აბარებდა და გადავწყვიტე, მისთვის კომპანიონობა გამეწია. ასე გავხდი არქიტექტორი. სწავლის დამთავრების შემდეგ ქალაქების პროექტირების ინსტიტუტში გამანაწილეს. თავიდან ენთუზიაზმით შევუდექი მუშაობას, მერე…

ერთ დღეს თანამშრომელთან ერთად მივსეირნობ და ვხედავთ, ღობის ძირას მთვრალი მამაკაცი წევს: ბერეტით, მაკინტოშით, სათვალით, ჰალსტუხითა და მაჯაზე საათით. უნდა გაგვეღვიძებინა, თორემ გაქურდავდნენ “მთვრალ ინტელიგენტს”. ასეც მოვიქეცით. ინტელიგენტმა იუარა, მთვრალი კი არა ვარ, ვისვენებო! მეტი დამაჯერებლობისთვის გაზეთი სახეზე აიფარა.

შესაძლოა, ჩემი ცხოვრება სულ სხვაგვარად წარმართულიყო, იმ დღეს ის “მთვრალი ინტელიგენტი” რომ არ შეგვხვედროდა. იგი “კითხულობდა” “საბჭოთა კულტურას”, რომელშიც მკვეთრი შრიფტით ეწერა: “მოსფილმი”აცხადებს მიღებას სარეჟისორო კურსების დასაკომპლექტებლად”. გაზეთი ვიყიდე და შევიტყვე, რომ ამ კურსებზე მიიღებოდნენ მხატვრები, თეატრალები, მუსიკოსები… და არქიტექტორები.

“დედას საყვარელი წიგნი იყო ფრანგი მწერლის, კლოდ ტელიეს რომანი “ბიძაჩემი¬ ბენჟამენი”. პირველად ეს რომანი მეხუთე კლასელმა წავიკითხე. მერეც ხშირად ვფურცლავდი. ერთ დღეს იღლიაში ამოვიდე და თბილისში ჩავფრინდი. დავურეკე ელდარ შენგელაიას, ქართველი სცენარისტი მჭირდება-მეთქი. ელდარმა სამი გვარი დამისახელა. სჯობს, სტუდიაში მოხვიდე და ყველას გაგაცნობო. საბედნიეროდ, პირველი რეზო გაბრიაძე მოვიდა. დანარჩენებს არც დავლოდებივარ. წიგნი მას გადავეცი.

იმ შემოდგომაზე თბილისში სასტუმრო “საქართველოს” 501-ე ნომერში ვცხოვრობდი. რეზო დილით მოდიოდა და ვიწყებდით მუშაობას. საღამოობით ჩაიზე ვსტუმრობდით ხოლმე დეიდა ვერიკოს (დედის და) და ძია მიშას და ვსაუბრობდით ძველ თბილისზე. ამ საუბრების ნაწილი ფილმისთვის ვისესხე, ნაწილი კი უცვლელად გამოვიყენე. ამ ისტორიების, თბილისური მზისა და კეთილგანწყობის გარეშე ფილმი ისეთი ვერ გამოვიდოდა, როგორიც ახლაა”.

“მე და რეზომ სოფიკო (ბენჟამენის და) დავწერეთ სოფიკო ჭიაურელისთვის, მეარღნე – იპოლიტე ხვიჩიასთვის, მაგრამ რა ვუყოთ მთავარ პერსონაჟს – ბენჟამენს? რომანში ის მაღალი, ღია თმით, ცისფერთვალება და ზორბაა. მსახიობებს შორის რომ ვერ ვიპოვეთ, პროვინციებში განვაგრძეთ ძებნა. ამ დროს ბოტკინი დამემართა და საავადმყოფოში აღმოვჩნდი. ერთხელაც დედამ დამირეკა: გაიქეცი ტელევიზორთან, შენი ბენჟამენი¬ მღერისო. გავედი ჰოლში – ტელევიზორში “ორერა” მღეროდა. ყველა სოლისტი დავათვალიერე, მერე დედას გადავურეკე, რომელს გულისხმობ-მეთქი. დასარტყამებზე უკრავსო. ისევ ჰოლში გავბრუნდი, დასარტყამებზე გამხდარი, კბილებდაკრეჭილი შავგვრემანი ბიჭი უკრავდა. ეს რანაირი ბენჟამენია? საავადმყოფოდან გამოვედი, ისევ ვეძებ ბენჟამენს. გამახსენდა დედას რეკომენდაცია და მეორე რეჟისორ დათო კობახიძეს ვკითხე: ხომ არ ვნახოთ ის “ორერას” წევრი-მეთქი.

არ გამოდგებაო, მითხრა, მაგრამ მაინც გადავწყვიტეთ შეხვედრა. როგორც კი ფეხი შემოდგა, მივხვდი, რომ ის არ იყო, ვინც მე მჭირდებოდა. ზრდილობის გულისთვის მაინც გავესაუბრე. როგორც კი გავიდა და კარი გაიხურა: მგონი, მორჩა, როგორც იქნა, ვიპოვეთო, თქვა ჩემმა მეუღლე ინამ.

მე და დათომ ძებნა განვაგრძეთ. ვერავინ ვერ ესადაგება როლს. ისევ შევხვდით კიკაბიძეს, რადგან ის დედასა და ინას მოსწონდათ. მივაწებეთ წვერ-ულვაში და ფოტოები გადავუღეთ. გრიმიორი თამარა მოვიდა: გილოცავთ გმირის პოვნას, მაგრამ წვერები არ უნდა, მარტო ულვაში საკმარისიაო. უცნაურია, დედას, ინასა და თამარას მოსწონდათ… მე ბუბა ჩაიზე დავპატიჟე დეიდაშვილებთან. იქ მისი დაქალები დაგვხვდნენ. ბუბა ადრე წავიდა. ვიკითხე: “ავიყვანო მთავარ როლზე კიკაბიძე?” ყველამ ერთად მიპასუხა: “ბუბა? რა თქმა უნდა”.

ამბობენ, მოუსმინე ქალს და პირიქით მოიქეციო, მაგრამ არ არსებობს წესები გამონაკლისის გარეშე. მე რომ მაშინ ქალების აზრი არ გამეთვალისწინებინა, კრიტიკოსები “არ დაიდარდოს” XX საუკუნის ას საუკეთესო ფილმს შორის არ შეიყვანდნენ. არც ფესტივალებზე აიღებდა პრიზს მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის”.

„მიმინოს“ ერთ-ერთი ეპიზოდი უნდა გადაგვეღო და საამისოდ სასტუმრო „როსიას“ მე-14 სართულზე ნომერი გვქონდა დაჯავშნილი. ეპიზოდში ფრუნზიკ მკრტიჩიანი, ბუბა და ლეონიდ კურავლიოვი მონაწილეობდნენ. რადგან ბუბას ტვინის შერყევა ჰქონდა, გადავწყვიტე, ჯერ ფრუნზიკა და კურავლიოვი გადამეღო და ბუბას მოგვიანებით ჩავსვამდით კადრში. ამიტომ, მკრტიჩიანი „როსიაში“ გავუშვი და ვუთხარი – კურავლიოვი წაიყვანე და რეპეტიცია დაიწყეთ, ხოლო, რომ მორჩებით, მანქანაში დამირეკე და მოვალთ-მეთქი. ამ პერიოდში მოსკოვის მილიციის უფროსმა თავისი ტელეფონიანი „ვოლგა“ მათხოვა და რადგან ბევრს ვმოძრაობდი, იქ მირეკავდნენ და მეც იქიდან ვრეკავდი ხოლმე. ბევრი რომ არ გავაგრძელო, არ გასულა ერთი საათიც, რომ მოსკოვში ხმა გავრცელდა, სასტუმრო „როსია“ იწვისო. მილიციის „ვოლგით“ იქ გავვარდი, რადგან ჩემი მსახიობები იქ მეგულებოდნენ. აკრძალულ ზონაშიც უპრობლემოდ შემიშვეს, რადგან „მურის“ უფროსის მანქანით ვიყავი და რომ გადმოვედი და ვიკითხე, რა ხდება-მეთქი, ვიღაც პოდპოლკოვნიკმა „ჩესტი“ ამიღო და მომახსენა:

– სასტუმროს მეცამეტე სართულზე ხანძარი გაჩნდა და მსხვერპლიცააო…

ის იყო, თავში ხელები უნდა შემომერტყა, რადგან მკრტიჩიანი და კურავლიოვი მე-14 სართულზე იყვნენ, რომ „ვოლგაში“ ტელეფონმა დარეკა. რომ ვუპასუხე, მკრტიჩიანმა მითხრა:

– გიორგი ნიკოლაევიჩ, მე და კურავლიოვი ინტენსიურ რეპეტიციებს გავდივართ „როსიას“ მეთოთხმეტე სართულზე და კიდევ ორი საათი დაგვჭირდებაო…

მივხვდი, რომ ფრუნზიკა მატყუებდა და სხვაგან იყო. გულზე მომეშვა და ვკითხე:

– ხომ არ გცხელათ-მეთქი?

– კი. შემოქმედებითადო, – მიპასუხა ფრუნზიკამ და სანამ რამეს ვეტყოდი, ტელეფონი გათიშა.

სამწუხაროდ, მე-13, მე-14 სართულებზე ბევრი ადამიანი დაიღუპა და დაშავდა. ფრუნზიკა და კურავლიოვი კი ასევე, ცნობილმა მსახიობმა საველი კრამაროვმა გადაარჩინა სიკვდილს. მან ისინი ქალებში დაპატიჟა და როდესაც „როსია“ იწვოდა, ისინი ქალებში „გულაობდნენ“.

„ზამთარია, ნაახალწლევია და საპატიო მიზეზით (ახალი წელი) შეჩერებული „მიმინოს“ გადაღება განვაახლეთ, ინტენსიურად ვმუშაობთ. 7 იანვარს ფრუნზიკამ დამიმარტოხელა და მითხრა:

– გიორგი ნიკოლაევიჩ, სამი დღით ერევანში უნდა გამიშვა. ჩემი ცოლი ცუდადაა და მთხოულობსო.

რა უნდა მექნა, დრო მაშინაც ფული იყო, თანაც ვადებში უნდა ჩატეულიყავი, მაგრამ ფრუნზიკა მაინც გავუშვი იმ პირობით, რომ 10-ში დილით, აქ იქნებოდა.

ფრუნზიკა წავიდა. მის გარეშე ვერაფერს გადავიღებდით და მეც თბილისში გავფრინდი, რომ ჩემები მომენახულებინა. რვაში საღამოს სოფიკომ (ჭიაურელმა) დამირეკა და მითხრა: ხვალ სერგო ფარაჯანოვის დაბადების დღეა და ჩემთან ერთად წამოდი. არ იცის, რომ აქ ხარ და სიურპრიზი გაუკეთე, გაუხარდებაო.

მეორე დღეს, სერგოს დიდი ჯიხვის ყანწი ვუყიდე და მე და სოფიკომ მთაწმინდაზე „ავაჭერით“, სადაც ფარაჯანოვი ცხოვრობდა იტალიურ ეზოში.

სუფრა პირდაპირ ეზოში გაეშალათ, იმდენი ხალხი იყო, რომ შევედით, ჩემგან ზურგით მჯდომი თამადა სომხურ-რუსულად მჭევრმეტყველებდა. აღნაგობა მეცნო, დავაკვირდი და აბა, ფრუნზიკა ვისში შემეშლებოდა? მივუახლოვდი, ჯიხვის ყანწით მოვაბრუნე და რომ დამინახა, ჭიქა ხელიდან გაუვარდა. მე კი მას ჯიხვის ყანწი ავუვსე, მივაწოდე და გადავუჩურჩულე:

– თუ დალევ, ფილმში დარჩები, თუ არა და, – სუფრას გადავხედე, – აი, რამდენი სომეხია, რომელიმეს ავიყვან-მეთქი.

ფრუნზიკამ ლიტრიანი ყანწი გამოცალა და ფილმშიც დარჩა. კიდევ სამი დღე დავრჩით თბილისში და „მიმინოს“ გადაღება ამდენივე დღით შეჩერდა“.

„ერთხელ, მე და დაღესტნელი პოეტი, საყოველთაოდ ცნობილი რასულ გამზატოვი ლიტერატორთა სახლში წავედით სავახშმოდ. მაშინ მე ჯერ კიდევ ნაკლებად ცნობილი ვიყავი, გამზატოვს კი სახალხო პოეტის სტატუსი ჰქონდა და მთელი ქვეყანა იცნობდა, პატივს სცემდა. ლიტერატორთა სახლში საუცხოო რესტორანი იყო და იქ არავინ შეგიშვებდა, თუ მწერალთა კავშირის წევრი არ იყავი. დანიშნულების ადგილზე ჩემი „მოსკვიჩით“ მივედით. სანამ მანქანა დავაყენე და შუშის საწმენდები მოვხსენი, რათა არ მოეპარათ, გამზატოვი შენობაში შევიდა… ვახტიორმა ქალმა რომ დამინახა, წინ გადამიდგა და მხოლოდ მას მერე შემიშვა, როდესაც ვუთხარი, გამზატოვის მძღოლი ვარ-მეთქი და თან, საწმენდებიც დავანახვე…

გაიარა წლებმა. უკვე საკმაოდ ცნობილიც ვიყავი და სახეზეც მიცნობდნენ. ერთხელ, მოსკოვის კინოფესტივალზე პოპულარული იტალიელი მსახიობები – სოფი ლორენი და მარჩელო მასტროიანი ჩამოვიდნენ. ორივე ლიტერატორთა სახლში დავპატიჟე ვახშამზე და იმავე ვახტიორ ქალს რომ ვუთხარი, რომ სტუმრები ცნობილი კინოვარსკვლავები იყვნენ, ორთავე დაუბრკოლებლად გაატარა… მერე კი, გარდერობში, მეგარდერობე ფეოდორს ჩემს პალტოს რომ ვაძლევდი შესანახად, ზურგს უკან მომესმა:

– ამხანაგო, თქვენ მწერალთა კავშირის წევრი ხართ?

– არ ვარ, – მივუგე მამაკაცს, რომელიც ლიტერატორთა სახლის ადმინისტრატორი აღმოჩნდა.

– ფეოდორ! პალტო არ ჩაიბარო, – მრისხანედ მიმართა მეგარდერობეს ადმინისტრატორმა, თან თვალები დამიბრიალა.

ამ დროს ადმინისტრატორს ჩემი ნაცნობი ქალი მიუახლოვდა და უჩურჩულა:

– ეს ამხანაგი რასულ გამზატოვის მძღოლიაო…

ადმინისტრატორს მრისხანე სახე გაებადრა და ქალს უთხრა:

– ადრე ვერ მითხარი? – შემდეგ მეგარდერობეს მიუბრუნდა და რიხიანად უბრძანა, –  ფეოდორ, პალტო ჩაიბარე! – შემდეგ თავაზიანად შემიპატიჟა დარბაზში და დააყოლა:

– მობრძანდით, ამხანაგო მძღოლო…

ასეთი კურიოზებიც ხდებოდა ხოლმე საბჭოთა კავშირში – ცნობილი პოეტის მძღოლს მეტი „ბლატი“ ჰქონდა, ვიდრე ცნობილ კინორეჟისორს.“

გიორგი გაჩეჩილაძე

ავტორი

გია დანელია
გაზიარება6Tweet4Send

ამავე კატეგორიაში

კულტურა

„დონ-კიხოტი რამხელა როლი იყო და ხალხი მაინც ელიბოს რატომ მეძახისო?”

18:02; 20 დეკემბერი, 2025
კულტურა

„ნიჭიერი ბავშვი“

09:37; 7 დეკემბერი, 2025
კულტურა

„საინტერესო, განსხვავებული გამოფენა“:  გურული მხატვრები საშემოდგომო მოლბერტთან

22:21; 1 დეკემბერი, 2025
კულტურა

“ასეთი იდეა მაქვს”- “მარტო სახლში”-ს მსახიობი ფილმის გაგრძელების იდეაზე

20:04; 26 ნოემბერი, 2025
კულტურა

“ფანტომასი”

13:29; 23 ნოემბერი, 2025

"შემთხვევები 50%-ით შემცირდა" - რის შესახებ საუბრობს ჯანდაცვის მინისტრი

არსებობს თუ არა ზოდიაქოს მეცამეტე ნიშანი?

ყველა სიახლე

ფინანსები

საქართველოს ბანკის საახალწლო შეთავაზებები AmEx ბარათის მფლობელებისთვის

19:02; 23.12.2025
პოლიტიკა

5 და 6 იანვარი უქმედ გამოცხადდა

18:54; 23.12.2025
პოლიტიკა

ოზურგეთის მომსახურების ცენტრს ირაკლი გაბედავა უხელმძღვანელებს

18:06; 23.12.2025
სამართალი

ზუგდიდში მამაკაცი მოკლეს

17:39; 23.12.2025
საზოგადოება

რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ

17:29; 23.12.2025
საზოგადოება

ილია მეორე სამძიმრის წერილს ავრცელებს

16:50; 23.12.2025
პოლიტიკა

თამთა მიქელაძე: აშკარა იყო, რომ ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმი მეარყიშვილს ამისთვის ფასს გადაახდევინებდა

16:38; 23.12.2025
პოლიტიკა

ლევან სამუშია: გვეუბნებიან, რომ წლების განმავლობაში, „ოცნებაში“ კორუფცია იყო მოდებული, მაგრამ პოლიტიკური პასუხისმგებლობა სად არის?!

15:44; 23.12.2025
პოლიტიკა

DRI : ახალგორში აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი უკანონოდ დააკავეს

15:38; 23.12.2025
საზოგადოება

ბუნებრივი აირით მოწამვლის შედეგად ახალგაზრდა ქალი დაიღუპა

14:24; 23.12.2025
ფინანსები

„თბილღვინომ“ ღვინის მაღაზია და ბარი – The Wine – გახსნა

14:17; 23.12.2025
ფინანსები

შეხვდით ახალ წელს კოხტა ბაკურიანში ქართველ მუსიკოსებთან ერთად – ღონისძიების მხარდამჭერია SOLO და Visa

12:58; 23.12.2025
სამართალი

გრიგოლ ლილუაშვილმა თურქი ინვესტორისგან ქრთამის სახით 1 მილიონი დოლარი აიღო – პროკურატურა

12:29; 23.12.2025
სამართალი

რას ამბობს შალვა პაპუაშვილი გრიგოლ ლილუაშვილის დაკავების შესახებ

12:02; 23.12.2025
საზოგადოება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მიმართვას ავრცელებს

11:53; 23.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

14:50; 21.12.2025
0

,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

9:47; 21.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო