გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძესთან ერთად მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) წარმომადგენლებს შეხვდა.
IOM – ის წარმომადგენლებმა მხარის რწმუნებულს ანასეულში ჩატარებული სოციალურ-ეკონომიკური კვლევის შედეგები გააცნეს, სადაც მოქალაქეების მიერ გამოკვეთილ თემის გაძლიერებისათვის საჭირო პრიორიტეტებზე ისაუბრეს. ასევე, იმსჯელეს დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის საკითხზე და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები დასახეს. |
Developed By Web Features 2024 © All rights reserved