ცოტა ხნის წინ, აშშ-ში მცხოვრები, 6 წლის პატჩი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ჭარბწონიან კატად ითვლება, დიეტაზე დასვეს.
პატჩი 18,3 კილოგრამს იწონის, როდესაც კატების საშუალო წონა მხოლოდ 4 კილოა.
პატჩი აშშ-ში, ვირჯინიას შტატის ერთ-ერთ თავშესაფარში აღმოჩნდა, რადგან პატრონმა მასზე უარი თქვა. ამის შემდეგ ცხოველმა ახალი ოჯახი იპოვა და მათთან ერთად უკვე 1 კილოს დაკლება მოახერხა, თუმცა ახლა ოფიციალურად დიეტაზე დასვეს.
ზედმეტი წონის მიუხედავად, ტესტებმა აჩვენა, რომ პატჩი სრულიად ჯანმრთელია.
ავტორი