ეკლესიის სახურავის ჩამონგრევის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა BBC-ის ინფორმაციით, მექსიკაში, ტამაულიპას შტატის სანაპირო ქალაქ სიუდად მადეროს სანტა კრუზის ეკლესიაში მოხდა.
შემთხვევის შედეგად 41 ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ნანგრევებში კი დაკარგული ადამიანების სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.
პოლიციის ცნობით, შემთხვევის დროს მესას დაახლოებით 100 ადამიანი ესწრებოდა. ზოგიერთი ცნობით, იქ ნათლობის ცერემონია იმართებოდა.