https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

  • ფეისბუქსტატუსები

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

    “რათა, შვილოოოოოოო, რათა” – გრიგოლია

    „ლაშიკო, ძალიან მენატრები“ – სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    იაპონიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა – რა ვიდეო ვრცელდება

    ვოლოდიმირ ზელენსკი – კარგი და პროდუქტიული შეხვედრა მქონდა

    დონალდ ტრამპი: “ევროპა ცუდი მიმართულებით მიდის”

    ძლიერი მიწისძვრა იაპონიაში – დაღუპულია, სულ მცირე, 30 ადამიანი

    დონალდ ტრამპი – იმედგაცრუებული ვარ, რომ პრეზიდენტ ზელენსკის ჯერ არ წაუკითხავს სამშვიდობო წინადადება

    წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 900-ს აჭარბებს (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

  • ფეისბუქსტატუსები

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

    “რათა, შვილოოოოოოო, რათა” – გრიგოლია

    „ლაშიკო, ძალიან მენატრები“ – სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    იაპონიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა – რა ვიდეო ვრცელდება

    ვოლოდიმირ ზელენსკი – კარგი და პროდუქტიული შეხვედრა მქონდა

    დონალდ ტრამპი: “ევროპა ცუდი მიმართულებით მიდის”

    ძლიერი მიწისძვრა იაპონიაში – დაღუპულია, სულ მცირე, 30 ადამიანი

    დონალდ ტრამპი – იმედგაცრუებული ვარ, რომ პრეზიდენტ ზელენსკის ჯერ არ წაუკითხავს სამშვიდობო წინადადება

    წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 900-ს აჭარბებს (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

„ჩემი ყურით მოვისმინე ორი რუსი სამხედროს საუბარი” _ მამუკა არეშიძის სკანდალური განცხადება

18:49; 4.10.2023
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

“მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა“ აღარ არსებობს, აზერბაიჯანმა დაანახა მსოფლიოს თავისი ძალა. როგორც ჩანს, ამ ფაქტმა დააფიქრა ოკუპირებული ცხინვალისა და აფხაზეთის სეპარატისტი ლიდერებიც. ეტყობა, მათაც გაუჩნდათ შიში, რომ შეიძლება რუსეთის დახმარების იმედი აღარ უნდა ჰქონდეთ… როგორ განვითარდება მოვლენები კავკასიაში, ხომ არ გაჩნდა შანსი ჩვენც მოვთხოვოთ რუსეთს 2008 წლის აგვისტოს დადებული შეთანხმების შესრულება, ამ საკითხებზე ექსპერტი მამუკა არეშიძე კვირის პალიტრასთან საუბრობს.

– ჯერ არაფერი დასრულებულა, დასრულდა ამ კონფლიქტის ნაწილი, რასაც აზერბაიჯანის შემადგენლობაში ყარაბაღის სრული ტერიტორიული დაბრუნება ჰქვია. ესეც პირობითია, რადგან ჩვენ არ ვიცით, ვინ დარჩება, ვინ გაუწევს წინააღმდეგობას. რამდენადაც ვიცი, ყარაბაღის შეიარაღებული ძალების ნაწილს იარ­აღი არ დაუყრია… აზერბაიჯანს დღეს უკვე სხვა მადა აქვს. ახლა გაჩნდა კორიდორის აუცილებლობა­ და 2025 წელს უკვე რუსი სამშვიდობოების გაყრა აქვს გეგმაში. ასე რომ, ერთი ეტაპი დასრულდა, სხვა ეტაპები­ გაგრძელდება. აქედან გამომდინარე, ამ რეგიონში მუდმივად იქნება რყევები. ცოტა ხანს პაუზა იქნება, დიპლომატიური მოლაპარაკება, ძალთა გადალაგება, სხვადასხვა გავლენის ჯგუფების მუშაობა, პოლიტიკური მოთამაშეების ჩართვა. ათასი რევერანსი, მითქმა-მოთქმა, უამრავი ცდა, რომ სიტუაციის სადავეები ხელში აიღონ. ამას ეცდება ყველა მსხვილი მოთამაშე რეგიონში. უახლოეს წლებში­ ეს იქნება მუდმივი პოლიტიკური აქტიურობის ზონა. რაც შეეხება სამხედრო აქტიურობას, არაფრის გარანტია არ არსებობს. მართალია, სომხეთის არმია დღეს არ არის ისეთ ფორმაში, რომ აზერბაიჯანს, მით უფრო, მის უკან მდგომს, წინააღმდეგობა გაუწიოს, მაგრამ თუ უნდა რუსეთს სახის შენარჩუნება, მას სომხეთის დაცვა მოუწევს. თუკი სომხეთი გავიდა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულებიდან, მაშინ დასავლეთის პრესტიჟის­ საქმე იქნება სომხეთის დაცვა, მაგრამ აზერბაიჯანი ზანგეზურის კორიდორს არ მოეშვება, ისევე უგულებელყოფს სხვა ძალის ცენტრებს, ვგულისხმობ დასავლეთსა და რუსეთს, როგორც ახლა. ყველა მოითხოვდა აზერბაიჯანისგან თავი შეეკავებინა ამ ნაბიჯისგან, მაგრამ მან თავისი საქმე გააკეთა. რუსი სამშვიდობოები სტეფანაკერტში 10 კაცამდეა დაღუპული, იმდენივე სამშვიდობო მისიის ჯარისკაცი დაიღუპა 2008 წლის მოვლენების დროს და მაშინ რუსეთმა ქვეყანა შეყარა, ახლა კი ხმა არ ამოუღია, რადგან ახლა ასე სჭირდებოდა. აზერბაიჯანის ხელისუფლებამ რუსული სამხედრო პრესტიჟი ფეხქვეშ გათელა. მდუმარება სანქცირებული იყო მოსკოვისაგან, რაც არ უნდა პარადოქსული იყოს.

– რუსეთმა რატომ დათმო ყარაბაღი?

– ახლა მისთვის აზერბაიჯანი და თურქეთი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სომხეთი. რასაკვირველია, მომავლისკენ არ გაუხედავს, ისე გადადგა ეს ნაბიჯი… ფაშინიანის ხელისუფლება მოსკოვისთვის მიუღებელია და ჯიბრში ჩაუდგნენ. ჩვენმა ახალგაზრდობამ არ იცის, 90-იანი წლების დამდეგს, როცა მოსალოდნელი იყო ქართულ-აფხაზური კონფლიქტი, მაშინ მოსკ­ოვის პოლიტელიტას მიაჩნდა, რომ ჯობდა საქართველოსთან ურთიერთობის დალაგება, ვიდრე სეპარატისტების მხარდაჭერა,­ რადგან საქართველო უფრო დიდია, ჩამოყალიბებული სახელმწიფოა და ფიქრობდნენ, დასავლეთის გავლენაში მოექცევაო. მაგრამ ჯიბრში ჩაუდგა თავის­ პოლიტიკურ ელიტასაც და საქართველოსაც­ რუსეთის სამხედრო პოლიტიკური ხელმძღვანელობა,­ რომელიც გერმანიის მოვლენების გამო გაბრაზებული­ იყო შევარდნაძეზე. მაშინ ხმა დადიოდა, შევარდნაძემ და გორბაჩოვმა ტრიალ მინდორში დატოვეს გერმანიიდან გამოყვანილი ჯარიო. ეს, ერთი მხრივ, იმის გამო მოხდა, რომ სიხარბემ გადაწონა სამხედრო პოლიტიკური ხელმძღვანელობა და იფიქრეს, საქართველო მაინც ვერსად წავა და ჯობია მდიდარი და მომხიბლავი­ კუთხე, აფხაზეთი ხელში ჩავიგდოთო.­ ასეთი განწყობა იყო მაშინ, რადგან როგორც ჟურნალისტს, ამ ტიპის ხელმძღვანელებთან მქონდა ურთიერთობა. ერთი ასეთი პირი ევგენი პრიმაკოვი იყო, ისიც ასე ფიქრობდა. 1992 წლის ივნისში შევარდნაძე ახალი ჩამოსული­ იყო და სოჭში გაიმართა დაგომისის ცნობილი მოლაპარაკება ცხინვალის საკითხზე. მოლაპარაკებას რუსეთის მხრიდან პასტუხოვი ხელმძღვანელობდა, მაშინ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. დელეგაციაში ჰყავდათ რუსი სამხედროებიც. პასტუხოვი პირველ დღეს შედარებით ლოიალური იყო, მაგრამ მეორე დღეს ძალიან ხისტად დაიწყო მოქცევა. მე ჟურნალისტი ვიყავი და ბევრი კითხვის უფლება არ მქონდა, მაგრამ ჩემი ყურით მოვისმინე ამ დელეგაციაში მყოფი ორი სამხედროს საუბარი. როგორ ელაპარაკებიან შევარდნაძეს, რომელმაც ასეთ მდგომარეობაში ჩაგვაგდოო, მეორემ უთხრა, ნუ გეშინია, ამას მოველაპარაკებით, მაგრამ ეს ხელშეკრულება ფარატინა ქაღალდია, ამათ ცოტა ხანში სერიოზული პრობლემები შეექმნებათ, აუცილებლად სამაგიეროს გადავუხდით შევარდნაძესო, და მართლაც ერთ თვეში დაიწყო აფხაზეთის ომი. ბოლო მოვლენებიც ამტკიცებს, რომ რუ­ს­ე­თის იმპერიული ფილოსოფია ვერ შეი­ცვლება, პრაგმატულ რელსებზე ვერ გადავა. ახლა აზერბაიჯანი აირჩიეს, სომ­ხეთი­ გაწირეს და შედეგად მომავალში უფრო მეტ პრობლემას მიიღებენ, უფრო მეტი ძალა დასჭირდება რუსეთს თავისი გავლენის­ შესანარჩუნებლად სამხრეთ კავკასიაში. რუსეთისთვის დღეს ძალიან მნიშვნელოვანია სამხრეთკავკასიური პოლიტიკა.

– ამასობაში ძლიერდება თურქეთი.

– დიახ, ძლიერდება, თავისი მეგობრის, აზერბაიჯანის მეშვეობით სამხრეთ კავკასიაში ფაქტობრივად დომინანტი ხდება.

– ძლიერდება ნატოს წევრი ქვეყანა­ თურ­ქეთი და გამოდის, პოზიციას თმობს რუსეთი?­

– რუსეთის პოლიტიკა ახლა ფეხბურთის­ თამაშს ჰგავს – არ გინდა წაგება, მაგრამ არასწორი ტაქტიკის გამო აგებ და არა იმიტომ, რომ მოწინააღმდეგე შენზე ძლიერია, ისეთ ტაქტიკას ირჩევ, რომ აგებ. რუსეთის სტრატეგიული ნაბიჯები სამხრეთ კავკასიაში ყარაბაღის კონფლიქტის კონტექსტში კრიტიკას ვერ უძლებს.

– მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის საგა­რეო საქმეთა მინისტრი დავიდ ბაბაიანი აზერბაიჯანულ მხარეს ჩაბარდა…

– ეს კაცი ან მოსყიდულია და უნდა გადარჩეს, მდგომარეობა შეინარჩუნოს და ასეთ ადამიანს ბაქო უეჭველად ენდობა­, ან უაღრესად პატრიოტია, რომელმაც გადაწყვიტა­ დარტყმა თავის თავზე მიიღოს, დაიწყოს მოლაპარაკება, შეინარჩუნოს მშვიდობა და ხელი შეუშალოს ეთნოწმენდას. მე არ ვიცნობ­ ბაბაიანს. ვიცნობდი­ ყარაბაღის ორ პრეზიდენტს, რომლებიც ახლა დამნაშავეებად არიან აღიარებული კორუფციული გარიგებების გამო. როგორც ვიცი, დაიჭირეს მილიარდერი რუბენ ვარდანიანი, რომელმაც 2022 წლის შემოდგომაზე უარი თქვა რუსეთის მოქალაქეობაზე,­ ყარაბაღში წავიდა და იქ გახდა სახელმ­წიფო მინისტრი, მერე გადააყენეს. ოფიციალური ბაქო მოუწოდებდა მას ყარაბაღი დაეტოვებინა, მაგრამ სტეფანაკერტიდან არ წასულა. ეს კაცი ყარაბაღელია წარმოშობით და ზრუნავდა თავის ხალხზე. როგორც ვიცი, რამდენიმე დღის წინ დააკავეს, იმ დროს, როცა ყარაბაღიდან სომხეთში აპირებდა გადასვლას და ბაქოში გადააფრინეს. ის მნიშვნელოვანი ფიგურაა, მილიარდერი, გარდა ამისა, გავლენიანი პირია სომხურ დიასპორაში მსოფლიოში.

– ყარაბაღი აზერბაიჯანმა დაიბრუნა. ეს ფაქტი არ დააფრთხობს ცხინვალსა­ და სოხუმს?

– ცხინვალზე რაიმეს თქმა არც ღირს. რაც შეეხება აფხაზებს, მათ სერიოზულად მიიღეს ეს ამბავი. დაინახეს, რომ მოსკოვმა მხარი არ დაუჭირა თავის მოკავშირეს. ნუ დაგვავიწყდება ისიც, რომ დიპლომატიური ურთიერთობა ჰქონდა აფხაზეთს მთიან ყარაბაღთან, რომელიც დაახლოებით ასეთივე ტიპის ქვეყანა იყო რეგიონში და ახლა საერთოდ გაქრა პოლიტიკური რუკიდან. სოხუმში ხვდებიან, რომ მოსკოვმა სომხეთი გაყიდა, ასევე შეიძლება გაყიდოს აფხაზეთიც. ის, რომ ყარაბაღი­ არ ჰქონდათ აღიარებული, ეს არგუმენტი­ არ მოქმედებს. არსებობს კონიუნქტურული საჭიროება და აქედან გამომდინარე მიიღებენ ამა თუ იმ გადაწყვეტილებას. აფხაზეთში საზოგადოების ნაწილი ძალიან ნერვიულობს. პრესკონფერენციაზე ეს წამოცდა კიდეც ინალ არძინბას, რა თქმა უნდა, შეფარულად. არძინბა მიბმულია რუსულ სპეცსამსახურებზე, მაგრამ თქვა, ეს გეოპოლიტიკური ძვრები საყურადღებოა აფხაზეთისთვის და სწორი დასკვნები გამოვიტანოთო.

– რა შეიძლება მოხდეს?

– პროგნოზირება რთულია… რუსეთს ურჩევნია დღეს თურქეთსა და აზერბაიჯანთან ჰქონდეს ურთიერთობა, თუნდაც საქმიანი, იმიტომ, რომ სანქცირებული რუსეთი ამ ორი ქვეყნიდან მარაგდება. შეფარულად თუ ცხადად, ასეა. ამას ემატება ის ენერგომატარებლებიც, რომლებითაც აზერბაიჯანი რუსეთის მიღმა ამარაგებს ევროპას. რუსეთს სურს ამ ენერგოდერეფნის კონტროლი არ გავიდეს მისი სივრციდან. მოგეხსენებათ, დამფუძნებლები რუსული კომპანიებიც არიან, მაგალითად, “ლუკოილი”. თუ ეს სფეროც უკონტროლო იქნება, მაშინ დაღუპულია რუსეთი.

– გამოდის, ეს გამოიყენა აზერბაიჯანმა?

– მომენტი გამოიყენა აზერბაიჯანის ხელისუფლებამ, გააზრებულად იმოქმედა. 24 თებერვლამდე ერთი თვით ადრე იმდენი­ ქნა, ხელი მოაწერინა მეგობრობის ხელშეკრულებაზე და მერე დაიწყო თავისი გეგმის­ მეორე ნახევრის რეალიზაცია. ისიც მოახერხა, რომ ამ დოკუმენტში ზანგეზურის­ კორიდორის თემა შეეტანა, ოღონდ ისეა ეს საკითხი აღწერილი, ვერ გაიგებ, ეს კორიდ­ორი რეალურად ვინ უნდა გააკონტროლოს. აზერბაიჯანი გაიძახის, ვგულისხმო­ბდი, რომ მე უნდა გამეკონტროლებინაო, სომხეთი გაიძახის, მე უნდა გამეკონტროლებინა ან რუსეთსო, მაგრამ აზერბაიჯანმა სერიოზული არგუმენტები მოიყვანა. აღსანიშნავია, რომ როდესაც რუსეთს სჭირდება მოკავშირეობა ვიღაცასთან, ის ტერიტორიის გადაცემასაც არ ერიდება. ჩვენს გოჯ მიწაზე ლამის გენოციდი მოგვიწყო, რამდენი ხანია­ ქვების გროვა კურილის კუნძულების გამო საომარ ვითარებაშია იაპონიასთან, ჩინეთს კი დაუთმო, რომელმაც 60-იან წლებში ციმბირზე ტერიტორიული პრეტენზიები წაუყენა და საზღვრისპირა შეტაკებებში მაშინ უამრავი ხალხი დაიხოცა. ახლა კი მართალია იჯარით, მაგრამ უზარმაზარი ტერიტორია გადასცა. უნდა მოუსმინოთ, რას ამბობს ჩინელებზე ციმბირის მოსახლეობა, გაანადგურეს და დაჩეხეს ხეებიო. რაც მთავარია, 2010 წელს, მედვედევის პრეზიდენტობის დროს, აზერბაიჯანს რუსეთმა გადასცა მოზრდილი ტერიტორია, მდინარე­ სამურის სანაპირო ზოლზე ოთხი ლეკური სოფელი, რომელიც აქამდე დაღესტანს ეკუთვნოდა. დაღესტანს ჩამოაჭრა და აზერბაიჯანს მისცა. თუ ადრე მდინარე სამურის სანაპიროსთან აზერბაიჯანის ტერიტორიის სიღრმეში დაახლოებით 70 კილომეტრზე, სამურის მარჯვენა სანაპიროზე, იყო რუსეთის ფედერაცია, ახლა მდინარე სამური ყოფს რუსეთის ფედერაციასა და აზერბაიჯანს. ასეთი რამ რუსეთს საბჭოთა კავშირის არც ერთი ყოფილი რესპუბლიკისთვის არ გაუკეთებია. რამდენი წელია, ყაზახეთთანაც კი გააფთრებული ომი აქვს იმ 1200 კილომეტრის გამო საზღვარზე.

– ჩვენ გვაქვს შანსი ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების?

– ჩვენ დეკლარირებული გვაქვს, რომ სამშვიდობო გზით უნდა შევეცადოთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. შანსი ყველაფრის არის, მაგრამ ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკა მეტისმეტად დელიკატურია. საზოგადოებისთვის გაუგებარია, რა ტიპის ამოცანა გვაქვს, გარდა იმისა, რომ გვინდა მშვიდობა და ომისთვის თავის არიდება…

– რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ?

– ყველაფერს ვერ ვიტყვი, პირველ რიგში ხალხთან მუშაობაა საჭირო. ახლა პრობლემებია, გაგრისა და აფხაზეთის მომხიბლავი ადგილების მიტაცებას აპროტესტებენ და მძიმე დაპირისპირებაა საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის. იმდენად მძიმე მდგომარეობაა, რომ “პრეზიდენტს” განუდგა პრეზიდენტთან არსებული საზოგადოებრივი საბჭო. ახლა “პრეზიდენტი” დადის ქალაქ-ქალაქ და ცდილობს ახსნას, რატომ გადადგა ეს ნაბიჯი. ეს არეული მომენტები უნდა გამოვიყენოთ. საქართველოს ხელისუფლებამ რამდენჯერმე მოახდინა დეკლარირება სამშვიდობო სივრცის შექმნისა, ღარიბაშვილმა ეს გაეროს ტრიბუნიდანაც განაცხადა. ძალიან კარგი იდეაა, ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ფართო მასები ამ ტიპის გეგმის რეალიზაციაში ჩაერთონ…

– რუსეთმა ყარაბაღი დათმო და შეიძლება აფხაზეთიც დათმოს?

– რუსეთისთვის ყარაბაღი მეასეხარისხოვანი იყო, აფხაზეთი ბევრად მნიშვნელოვანია. კიდევ მეტად მნიშვნელოვანია ე.წ. სამხრეთი ოსეთი, ის ხომ პირდაპირ კავკასიის გულშია. არავინ არაფერს დათმობს, თუ არ დაათმობინე. არც ყარაბაღს დათმობდა რუსეთი, მიუხედავად იმისა, რომ მეორეხარისხოვანი იყო, მაგრამ დაათმობინეს.

მამუკა არეშიძე
გაზიარება16Tweet10Send

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

კახა კალაძე: 30-მა ადამიანმა ჩრდილი არ უნდა მიაყენოს სხვის უფლებებს

14:52; 9 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: საქართველო, წლებია, მდგრადი ეკონომიკური ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს

14:36; 9 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი – მშვიდობიანი პროტესტის გამართვა ისე უნდა შეძლო, რომ სხვას დისკომფორტი არ შეუქმნა!

12:50; 9 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

დგინდება შსს-ს წინასწარი გაფრთხილების ვალდებულება, თუ მანიფესტაცია ხალხის სამოძრაო ადგილას იმართება

20:44; 8 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

ნიკა გვარამია – რასაც ვაკვირდები, „ქოცები” შარში არიან, ეს რასაც ვხედავ და რასაც ვერ ვხედავ – კიდევ უარესში

19:41; 8 დეკემბერი, 2025

საინფორმაციო შეხვედრები კვლავ გრძელდება

"ყოველი გაწვიმება რატომაა სტიქიური უბედურება?" _ კითხვები, რომლებსაც მოქალაქეები ხელისუფლებას უსვამენ

ყველა სიახლე

სამართალი

ბალდის კანიონის მოძრაობის წევრი ინდიკო ბჟალავა სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

15:47; 9.12.2025
მთავარი

საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

15:38; 9.12.2025
მსოფლიო

იაპონიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა – რა ვიდეო ვრცელდება

15:17; 9.12.2025
პოლიტიკა

კახა კალაძე: 30-მა ადამიანმა ჩრდილი არ უნდა მიაყენოს სხვის უფლებებს

14:52; 9.12.2025
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: საქართველო, წლებია, მდგრადი ეკონომიკური ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს

14:36; 9.12.2025
სამართალი

შსს: უპრეცედენტო რაოდენობის – 926 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალებები გავანადგურეთ

14:01; 9.12.2025
ზაფრანი

რატომ იჩემებთ ნივთებსა და აქსესუარებს

13:53; 9.12.2025
ზაფრანი

გიყვართ შოკოლადი?

13:51; 9.12.2025
ზაფრანი

ზამთრის სტილი

13:49; 9.12.2025
ფინანსები

რა ღირს ერთი გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში

13:20; 9.12.2025
საზოგადოება

როგორ მოუწევთ აბიტურიენტებს რეგისტრაციისას ფაკულტეტების არჩევა – მინისტრის მოადგილის განმარტება

13:05; 9.12.2025
პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი – მშვიდობიანი პროტესტის გამართვა ისე უნდა შეძლო, რომ სხვას დისკომფორტი არ შეუქმნა!

12:50; 9.12.2025
საზოგადოება

გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები – საბავშვო ბაღის კვების ბლოკს საწარმოო პროცესი შეუჩერდა

12:08; 9.12.2025
საზოგადოება

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ – კორუფციის მხრივ ქვეყანაში მდგომარეობა განსაკუთრებით შემაშფოთებელია, საქართველო მიტაცებული, კლეპტოკრატიული სახელმწიფოა

12:02; 9.12.2025
საზოგადოება

“კლი­ნი­კა­ში, ფაქ­ტობ­რი­ვად, მკვდა­რი მი­იყ­ვა­ნეს” _ ტრაგედია ჩოხატაურში

11:48; 9.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

14:20; 7.12.2025
0

“გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

9:59; 5.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო