ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ხელმძღვანელი, ნინო ბახტაძე „გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ ქალაქ ოზურგეთისა და ექადიას დამაკავშირებელი ხიდი გუშინ დაზიანდა და იმავე დღეს გადაიკეტა გზა.
„ექადია – ქალაქ ოზურგეთის დამაკავშირებელ ხიდზე პირველადი შეფასება გაკეთდა, რის შემდეგაც დაიწყება ხიდის პროექტირება და გამოცხადება ტენდერი. ტენდერში გამარჯვებული კომპანია დაიწყებს ხიდის რეაბილიტაციას. “ – გვითხრა ნინო ბახტაძემ.
მისივე თქმით, მოსახლეობას წმ.გიორგის ქუჩიდან მოუწევს დროებით ოზურგეთში ჩასვლა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თათია ნიკოლაიშვილმა დღეს ფეისბუქში გაავრცელა ვიდეო მიმართვა, რომ ბოლო პერიოდში, გურიაში, ეს მესამე ხიდია, რომელიც ჩავარდა. მისივე თქმით, ეს არის უხარისხროდ შესრულებული სამუშაოების შედეგი.
„გურია ნიუსი“ ამ საკითხთან დაკავშირებით ვრცელ სტატიას შემოგთავაზებთ.
ავტორი