ქართველი ფილოსოფოსი მიხეილ მახარაძე გარდაიცვალა, _ ინფორმაციას
ახალი საქართველოს უნივერსიტეტი • New Georgian University ავრცელებს.
“გარდაიცვალა ქართველი ფილოსოფოსი, ქართული ფილოსოფიის მკვლევარი მიხეილ მახარაძე.
სხვადასხვა წლებში მიხეილ მახარაძე იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ს. წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, განყოფილების ხელმძღვანელი, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე. იგი იყო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის პროფესორი.
მიხეილ მახარაძე იკვლევდა შუა საუკუნეების ფილოსოფიას, ქართული ფილოსოფიის ისტორიას, კულტურის ფილოსოფიას.
პროფესორი მახარაძე აქტიურად თანამშრომლობდა ახალი საქართველოს უნივერსიტეტთან. იგი იყო ფილოსოფიის სადოქტორო პროგრამის სადისერტაციო კომისიის წევრი, მისი ავტორობით ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის ეცნიკლოპედიაში შესულია რამდენიმე სტატი”, _ წერია განცხადებაში.
“გურია ნიუსი” მწუხარებას გამოთქვამს ღვაწლმოსილი პიროვნების, ბატონი მიხეილ მახარაძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს განსვენებულის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებს.