დღეს, 5 საათზე, ოზურგეთის მეოთხე საჯარო სკოლასთან ვიკრიბებით ყველა, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენი სკოლის , ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალი…
ვიკრიბებით იმისთვის, რომ ყველას გავაგებინოთ, რა უსამართლობა ხდება!
ვიკრიბებით იმისთვის, რომ გითხრათ _ ჩვენ გვაქვს არჩევანისუფლება!
ჩვენ გვაქვს უფლება, გითხრათ სიმართლე ,თუ რა გააკეთა ამ სკოლისთვის ტარიელ კალანდაძემ, რომელიც ერთპიროვნული გადაწყვეტილებით გაათავისუფლეს!
დღეს ჩვენ გვჭირდება სიმართლე და გვჭირდება პასუხები!
ამიტომ, გელოდებით ყველას, დღეს, 5 საათზე, მეოთხე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე! _ წერია ოზურგეთის მეოთხე საჯარო სკოლის ფეისბუქგვერდზე.