საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში 14 წლის გოგო მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. _ ინფორმაციას რუსთავი2 ავრცელებს.
მოკლული წარმოშობით დმანისის სოფელ მამიშლოდან არის.
გოგონა 2 თვეა, რაც გაათხოვეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, სავარაუდო მკვლელის ბიძას შვილის ქორწილი უნდა გადაეხადა.
ქმარმა გოგონას სწორედ ქორწილის სამზადისის დროს ესროლა. ის ადგილზე გარდაიცვალა.
რა გახდა მკვლელობის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.
გამოძიება დაწყებულია 11 პრიმა 109-ე მუხლით, რაც ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.